Monday, May 25, 2015

World of Warcraft-ი უფასო გახდა - ამბავი WoW Token-ისა

ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მაქვს. ოფიციალური WoW უფასოდ შეგიძლიათ ითამაშოთ. არ ვხუმრობ. აი როგორ:

მოკლე აღწერა

ყოველთვიური გადასახადი ნამდვილი ფულის მაგივრად ოქროთი (gold) შეგიძლიათ დაფაროთ.

გრძელი ახსნა

რამდენიმე თვის წინ ბლიზარდმა თამაშში დაამატა ნივთი, სახელწოდებით WoW Token (ჟეტონი). გამოყენებისას ეს ჟეტონი 30 სათამაშო დღეს ამატებს ექაუნთს.

ჟეტონი მუშაობს შემდეგნაირად: ერთი მოთამაშე ნამდვილი ფულით ყიდულობს ჟეტონს და დებს მას თამაშშიდა აუქციონზე. მეორე მოთამაშე ოქროთი ყიდულობს ამ ჟეტონს და იყენებს მას თავის ექაუნთზე 30 სათამაშო დღის დასამატებლად.

იდეა არის ის, რომ იმ მოთამაშეებს, ვისაც აქვთ ბევრი ნამდვილი ფული და უნდათ ეს ფული ოქროდ გადააქციონ, ამის საშუალება ეძლევათ. ხოლო იმ მოთამაშეებს, ვისაც არა აქვთ ნამდვილი ფული, მაგრამ აქვს ბევრი ოქრო, შეუძლიათ ეს ჟეტონები ოქროთი იყიდონ და ამითი დაფარონ თამაშის ყოველთვიური გადასახადი.

ჟეტონის ღირებულება ოქროში მეტ-ნაკლებად ფიქსირებულია რეგიონის მიხედვით. ყველაზე იაფია ამერიკის სერვერებზე - 20-25 ათასი ოქრო ღირს.

საქმე იმაშია, რომ Warlords of Draenor-ში ოქროს გაკეთება ძალიან ადვილია. მე-100 ლეველზე მესამე დონის გარნიზონის გამოყენებით მინიმალური ძალისხმევით შეიძლება თვეში ამ 20-25 ათას ოქროზე მეტის გაკეთება. დამიჯერეთ, მე თვითონ ვაკეთებ ამას და უკვე სამი თვე წინასწარ მაქვს დამატებული უფასო სათამაშო დრო.

მხოლოდ ორი პრობლემა არსებობს:

1. ჟეტონი 20-25 ათასი ოქრო მხოლოდ ამერიკის სერვერებზე ღირს. ევროპის სერვერებზე საშუალო ფასი 40-45 ათასია (ტაივანურ სერვერებზე საერთოდ 200-250 ათასი).  თუმცა, არც 40 ათასი ოქრო არის ბევრი. თუ იცი ოქროს კეთების ხრიკები (აუქციონის ჭკვიანურად გამოყენება) არც ეს იქნება პრობლემა. ვისაც ბევრი ოქრო ჰქონდა დაგროვილი (მილიონებზეა საუბარი), უკვე წლების სამყოფი სათამაშო დრო იყიდა ჟეტონის გზით.

 2. თამაშის ყიდვა ყველა ვარიანტში საჭიროა. ჟეტონი ეხება მხოლოდ ყოველთვიურ გადასახადს. თუმცა, თამაშის ყიდვის მერე მე-100 ლეველზე ასვლა ძალიან ადვილია. Warlords of Draenor-ს მოყვება ერთჯერადი უფასო level boost-ი, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი პერსონაჟი პირდაპირ 90 ლეველის შეგიძლია გახადო.

მოკლედ, WoW ფაქტობრივად უფასო გახდა. შეკითხვები მომწერეთ კომენტარებში.

აი რამდენიმე ბმული WoW Token-ზე: