Tuesday, November 13, 2018

კონტინენტები და მათი ზონები: 9. Battle for Azeroth - ბრძოლა აზეროტისთვის


Kul Tiras - კულ ტირასი
  1. Stormsong Valley - ქარიშხლის ველი
  2. Drustvar - დრასტვარი
  3. Tiragarde Sound - ტირაგარდის სრუტე

Zandalar - ზანდალარი
  1. Nazmir - ნაზმირი
  2. Zuldazar - ზულდაზარი
  3. Voldun - ვოლდუნი


Monday, March 26, 2018

იცნობდე ისტორიას: ჰულნის შვილები


ავტორი: Matthew Rossi
მთარგმნელი: სანდრო ქევხიშვილი


აზეროთის ტაურენები უძველესი მოდგმის ხალხია. ამ მოდგმამ სამი ძირითადი შტო წარმოშვა: პანდარიაზე მცხოვრები იაუნგოლები, ჩრდილოხრეთში მცხოვრები ტაუნკები და კალიმდორზე მცხოვრები შუ’ჰალოები (რაც ტაურენულ ენაზე – ტაურ-აჰეზე ტაურენს ნიშნავს).

ამ ხალხის განვითარებაზე მრავალმა ფაქტორმა იქონია გავლენა. უხსოვარ კალიმდორზე ისინი მომთაბარეები იყვნენ, სანამ კონტინენტის სამხრეთით, თანამედროვე პანდარიის ტერიტორიაზე დასახლება არ გადაწყვიტეს და იქ მოგუს იმპერიის მონობაში არ აღმოჩნდნენ. მას მერე, რაც მოგუს იმპერია დამონებული ხალხების ერთობლივი აჯანყების შედეგად დაემხო, ტაურენებმა მოიპოვეს თავისუფლება და რამდენიმე ჯგუფად გაიყვნენ. მათი ნაწილი პანდარიაზე დარჩა, ნაწილი ჩრდილოეთისკენ გაემართა, დანარჩენები კი მარადისობის ჭის გარშემო დასახლდნენ. მაღალმთის ტაურენები სწორედ ამ უკანასკნელი ჯგუფის შთამომავლები არიან.

აზეროთზე ცეცხლოვანი ლეგიონის პირველ შემოტევამდე ტაურენები იზოლირებულად ცხოვრობდნენ მარადისობის ჭის გარშემო. ამ ხალხის ერთი-ერთი ტომი ერთ თვალუწვდენელ მთაზე დასახლდა (დღეს ამ მთას მაღალმთა ეწოდება), რომელიც მათთვის ისეთივე წმინდა გახდა, როგორიც სხვებისთვის ჰიჯალი (ღამის ელფებისთვის) ან ზანდალარი (ტროლებისთის) იყო. ამ მთაზე მცხოვრებთაგან დროთა განმავლობაში ოთხი ტომი ჩამოყალიბდა (ცისრქა, სისხლტოტემი, მდინარბეწვა და მაღალმთა), რომლებიც ხშირად იბრძოდნენ მისი მწვერვალებისა და კლდეებისთვის.






















ჰულნის აღზევება

ჰულნი, მაღალმთის ტომიდან, თავისი დროის ერთ-ერთი ჩვეულებრივი ტაურენი იყო. იგი სხვების მსგავსად იღებდა მონაწილეობას მაღალმთის მწვერვალზე მცხოვრებ ტომებს შორის არსებულ დაპირისპირებაში, რომლის მიზანი მწვერვალზე გაბატონება იყო და რომელიც ზოგჯერ სისხლისღვრასაც იწვევდა. ერთ დღეს, შინ დაბრუნებულმა ახალგაზრდა ჰულნმა საკუთარი ხალხი დახოცილი იპოვა... მაგრამ არა სხვა ტაურენების მიერ. ამ სისასტიკის ჩამდენი არც ჰარპიები, ფურბოლგენი ან რომელიმე სხვა, ტაურენებისთვის ნაცნობი არსებები იყვნენ. დახოცილთა ცხედრებს უცნაური წახდენა ემჩნეოდათ, რაც ჰულნს მანამდე არსად ენახა.

ჰულნმა აიღო ხელში კლანჭბრჭყალა, წინაპართა დანატოვარი არწივის შუბი, და სხვა ტომების ბელადებთან გაემართა. ჰულნმა შეძლო მათი დარწმუნება იმაში, რომ ტაურენებს ახალი საფრთხე ემუქრებოდათ. ამის დასტურიც მალე გამოჩნდა, როდესაც უხსოვართა ომი დაწყო. ჰულნის ხელმძღვანელობით, ტაურენები დაეხმარნენ კალდორეებს (ღამის ელფებს), მიუხედავად ზოგი მათგანის შეუწყნარებლობისა სხვა რასების მიმართ. პროცესში ჰულნი კალდორეების ძალების ხელმძღვანელ ჯაროდ ჩრდილსიმღერას დაუმეგობრდა, ცეცხლოვანი ლეგიონის შემოტევისგან იხსნა დიადი თეთრი ლოსი ეჩე’რო, იბრძოდა ბუნების ღმერთ ომენის გვერდით, და დაამარცხა აღსასრულის მბრძანებელი ზაიბერნი. საბოლოოდ, მარადისობის ჭა განადგურდა და ცეცხლოვანი ლეგიონის დემონები უკან, მრუდეთში გადატყორცნა.

ეჩე’როს გადარჩენისთვის ბუნების ღმერთ სენარიუსის მიერ კურთხეული ჰულნი სამშობლოში გმირად დაბრუნდა (კურთხევის ფიზიკური გამოვლინება ლოსის რქები იყო). თუმცა, გულხელდაკრეფილად ჯდომას მან საგმირო საქმეების კეთება არჩია და გადაწყვიტა დაესრულებინა დრაკონთა დაცემული ასპექტის ნელთარიონის საფრთხე, რომელსაც მაღალმთის კალთებზე დაედო ბუნაგი. ამისთვის ჰულნი შეეკრა ადგილობრივ დროგბარებს, რომლებიც მიწის ასპექტს დიდი ხნის განმავლობაში დამონებული ჰყავდა. ერთად, ისინი შეიჭრნენ სიკვდილფრთის ბუნაგში; იქ ნაპოვნი ხაზ’გოროთის ჩაქუჩის (ხუთთაგან ერთ-ერთი ქმნადობის ბურჯი) მეშვეობით ჰულნმა განდევნა დაცემული დრაკონი მაღალმთიდან.






















მაღალმთის სახელდება

ჰულნის გმირობამდე მაღალმთას სხვა სახელი ერქვა. ეს სახელი მას ჰულნის საპატივსაცემოდ დაარქვეს ადგილობრივმა ტაურენებმა და დროგბარებმა, შეშლილი ასპექტისა და ლეგიონის დემონებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის. ეჩე’როს კურთხევა მთაზე მცხოვრებმა და უხსოვართა ომში მონაწილე ოთხივე ტომმა მიიღო. ამ კურთხევამ, ისევე როგორც სუპერკონტინენტის გაყოფამ, ეს ტომები დააშორა სხვა ტაურენებს. უხსოვარი კალიმდორი აღარ არსებობდა. მდინარბეწვა, სისხლტოტემისა და ცისრქის ტომებმა აღიარეს მაღალმთის ტომის უპირატესობა. ჰულნი მისი ხალხის უდავო წინამძღოლი გახდა.

მაღალმთის ტაურენებსა და მათ კალიმდორზე დარჩენილ მოძმეებს შორის კავშირი ათასობით წლის შემდეგ აღდგა. კალიმდორზე მცხოვრებმა შუ’ჰალოებმა ბოლო დროინდელ მოვლენებამდე მომთაბარეობა შეინარჩუნეს, მაშინ, როდესაც ჰულნის მიმდევრებმა თევზაობა, ნადირობა და მიწათმოქმედება არჩიეს.

წინამძღოლად არჩევის შემდეგ ჰულნმა გააგრძელა თავგადასავალების ძიება. შავრქის სახელით ცნობილი სულმავლის რჩევითა და დახმარებით მან ძველი ღმერთებისგან იხსნა მაღალმთა და დაამარცხა მათი თაყვანისმცემელი ნეკრობნელი დროგბარები. სიკვდილის წინ ჰულნმა შთამომავლებს დაუტოვა წინაპართა დანატოვარი შუბი – კლანჭბრჭყალა. განსასვენებელში მისი სულის მეგზური კი ბუნების ღმერთი ონ’არა გახდა.























ლეგიონის დაბრუნება

ათასობით წელი მაღალმთის ტაურენები ჰულნის მაგალითს მიჰყვებოდნენ. ისინი მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ დროგბარებთან, რომლებიც ჰულნს სიკვდილფრთის დამარცხებაში დაეხმარნენ, და ერთობლივად იცავდნენ ხაზ’გოროთის ჩაქუჩს. მაღალმთის ტაურენები გარე სამყაროსგან სრულიად მოწყვეტილები იყვნენ. როდესაც გულ’დანი დამსხვრეულ კუნძულებზე გამოჩნდა და სარგერასის აკლდამა ამოსწია ოკეანის ფსკერიდან, მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.

მაგრამ როდესაც დემონები დაეუფლნენ ტაძრის გარშემო ტერიტორიას და კუნძულებზე შეტევა დაიწყეს, მაღალმთის ტაურენები მიხვდნენ, რომ მათი მიზანი შესაძლოა ხაზ’გოროთის ჩაქუჩის ხელში ჩაგდება ყოფილიყო. თუმცა, რასაც ტაურენების ბელადი ულან მაღალმთა არ მოელოდა იყო ის, რომ მათ დროგბარების მეფე დარგრული უღალატებდა. ხარბმა დარგრულმა ჩაქუჩის ძალის გამოყენებით მოკლა ულანი და ბევრი სხვა ტაურენი და წაართვა მათ ამ იარაღის ლეგიონის წინააღმდეგ გამოყენების შესაძლებლობა.

ულანის მკვლელობის შემდეგ ბელადი მისი ქალიშვილი მეილა გახდა. სულმავალ შავრქისა და უცხოელი გმირების დახმარებით, მეილამ გააერთიანა მაღალმთის ტომები და მოიპოვა ქვაბნელი დროგბარების ერთგულება. მან განდევნა მოღალატე სისხლტოტემის ტომი, რომელიც ლეგიონს შეუერთდა და ეშმატოტემის ტომად იქცა. შედეგად, მაღალმთა გადარჩა, ხაზ’გოროთის ჩაქუჩი კი თავის ადგილზე დაბრუნდა. საბოლოოდ, ჩაქუჩის გამოყენებით სარგერასის აკლდამაში ის პორტალები დაიხურა, რომელთა გამოყენებითაც ლეგიონი აზეროთში შემოიჭრა.






















ურდოში გაწევრიანება

ლეგიონის წინააღმდეგ ომის დასასრულს, ურდოს ბელადმა სილვანას ქარსირბილმა მოკავშირეების ძიება დაიწყო. მან უბრძანა მთავარბელად ბეინ სისხლჩლიქს დაკავშირებოდა მაღალმთაზე მცხოვრებ მონათესავე ტაურენებს. ბეინმა მოიწვია მეილა და მისი ხალხი მეხის კლდეზე მათ საპატივსაცემოდ გამართულ ნადიმზე. თუმცა, ვითარება დაიძაბა, როდესაც ძველი ღმერთების აგენტები ნადიმს თავს დაესხნენ და სულმავალ შავრქის დამორჩილება სცადეს. უცხოელი გმირის დახმარებით, ძველი ღმერთების გეგმა ჩაიშალა და შავრქა გათავისუფლდა მათი გავლენისგან.

შედეგად, ტაურენების ორმა მთავარბელადმა განაახლა უძველესი ნათესაური კავშირი, რომელიც მაშინ გაწყდა, როდესაც დიდი გაყოფის შედეგად მაღალმთა მოწყდა კალიმდორს. მეილამ საკუთარი ხალხი ურდოში გააწევრიანა; ურდომაც სიხარულით მიიღო ისინი საკუთარ რიგებში. ბეინმა აღმოაჩინა, რომ სულმავალი შავრქა სინამდვილეში შავი დრაკონი ყოფილა (10,000 წლის წინ, ჰულნ მაღალმთამ ხაზ’გოროთის ჩაქუჩის მეშვეობით ჯერ კიდევ გამოუჩეკელი შავრქა განწმინდა ძველი ღმერთების წახდენისგან). შავრქის შესახებ ეს ინფორმაცია საიდუმლოდ შეინახეს ბეინმა, მეილამ და უცხოელმა გმირმა.

უახლესი მოვლენების შემდეგ, ურდო აერთიანებს შუ’ჰალოებს, ტაუნკებსა და ახლა უკვე მაღალმთის ტაურენებს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ამ ამაყი და ძლევამოსილი ხალხის გაერთინების მოწმენი ვართ. ვინ იცის, იქნებ ოდესმე მაღალმთიელი ტაურენი ურდოს ბელადიც კი გახდეს.

Tuesday, March 20, 2018

Battle Pets (Classic) - მებრძოლი შინაური ცხოველები (კლასიკიდან)


Ancona Chicken - ანკონური ქათამი
Black Kingsnake - შავი სამეფო გველი
Black Tabby Cat - შავზოლებიანი კატა
Bombay Cat - ბომბეი
Brown Prairie Dog - მურა მემინდვრია
Brown Snake - ყავისფერი გველი
Cockatiel - კორელა
Cornish Rex Cat - კორნიშ რექსი
Crimson Snake - მეწამული გველი
Crimson Whelpling - მეწამული დრაკონის ბარტყი
Dark Whelpling - შავი დრაკონის ბარტყი
Disgusting Oozeling - საზიზღარი ტყლარწუნა
Emerald Whelpling - ზურმუხტისფერი დრაკონის ბარტყი
Father Winter's Helper - ზამთრის პაპის დამხმარე
Great Horned Owl - დიდი რქიანი ბუ
Green Wing Macaw - მწვანე ფრთიანი მაკაო
Gurky - გურკუნა
Hawk Owl - ქორისებრი ბუ
Hyacinth Macaw - ლურჯი მაკაო
Jubling - ზეიმუნა
Lifelike Toad - მექანიკური გომბეშო
Lil' Smoky - პატარა კვამლუნა
Mechanical Chicken - მექანიკური ქათამი
Mechanical Squirrel - მექანიკური ციყვი
Mini Diablo - მინი დიაბლო
Mr. Wiggles - მისტერ ცანცარა
Murki - მურკი
Murky - მურკუნა
Orange Tabby Cat - სტაფილოსფერზოლებიანი კატა
Panda Cub - პანდის ბელი
Peddlefeet - პატარა აფერისტი
Pet Bombling - პატარა ბომბუნა
Poley - პოლი
Senegal - სენეგალი
Siamese Cat - სიამის კატა
Silver Tabby Cat - ვერცხლისფერზოლებიანი კატა
Smolderweb Hatchling - წვაქლესის ობობუნა
Snowshoe Rabbit - თეთრთათა კურდღელი
Speedy - სწრაფუნა
Spirit of Summer - ზაფხულის სული
Sprite Darter Hatchling - პატარა მფრინავი ფერია
Tiny Green Dragon - პატარა მწვანე დრაკონი
Tiny Red Dragon - პატარა წითელი დრაკონი
Tiny Snowman - პატარა თოვლისკაცი
Tranquil Mechanical Yeti - წყნარი მექანიკური იეტი
Tree Frog - ხის ბაყაყი
Undercity Cockroach - ქვექალაქის ტარაკანა
Westfall Chicken - დასავლეთ დაბლობის ქათამი
Whiskers the Rat - ულვაშა
White Kitten - თეთრი კნუტი
Winter Reindeer - ზამთრის ირემი
Winter's Little Helper - ზამთრის პატარა დამხმარე
Wood Frog - ტყის ბაყაყი
Worg Pup - ვორგის ლეკვი
Zergling - ზერგუნა



Monday, February 19, 2018

Blood Elf Organizations - სისხლის ელფების ორგანიზაციები

Magisters - მაგისტრები
Farstriders - შორსმავლები
Blood Knights - სისხლის რაინდები
Sunreavers - მზემტაცებლები
Reliquary - სიძველეთა მცველები
Scryers - მჭვრეტელნი
Blood Hawks - სისხლის ქორები
Sunsworn - მზედნაფიცნი


Wednesday, February 14, 2018

იცნობდე ისტორიას: უკუნის ელფები

ავტორი: Anne Stickney
მთარგმნელი: სანდრო ქევხიშვილი


სამეფო ელფები

თავდაპირველად, ჯერ კიდევ ტროლთა ომების დროიდან, სამეფო ელფები ალიანსის მოკავშირეები იყვნენ. მათ სამხედრო ალიანსი შესთავაზეს არათორელ ადამიანებს და სანაცვლოდ 100 ადამიანს ასწავლეს არკანული ხელოვნება. ერთობლივი ძალებით მათ გაანადგურეს ამანელი ტროლები და მოიგეს ომი. ათასობით წლის შემდეგ, ისტორიას ჩაბარებული სამხედრო კავშირის აღდგენა ადამიანებმა ითხოვეს. მართალია, სამეფო ელფების მეფე ანასტერიან მზემლახველს არ სურდა დახმარება, მან მაინც გაუგზავნა ლორდერონის ალიანსს სიმბოლური ზომის არმია.

მცირე ზომის არმია მალე სრულ მხარდაჭერაში გადაიზარდა, როდესაც ურდომ ელფების სამეფოს – ქველ’თალასს მიაღწია. მტერი ამჯერადაც დამარცხდა, თუმცა ეს ქველ’თალასის ტყეების დაწვის ხარჯზე მოხდა. მეორე ომის დასრულების შემდეგ, სამეფო ელფების უმრავლესობამ კვლავ ტყეებს შეაფარა თავი და დატოვა ლორდერონის ალიანსი. იყვნენ გამონაკლისებიც: ისინი, ვინც დალარანში დარჩნენ, და ისინი, ვინც არჩიეს გაეგრძელებინათ ადამიანების დახმარება, მაგალითად, დები - ალერია და ვერეესა ქარსირბილები.

მესამე ომის დროს ქველ'თალასი დაემხო, ხოლო სამეფოს ძლევამოსილების მაგიური წყარო – მზის ჭა განადგურდა. გადარჩენილებმა, პრინც კაელ’თას მზემლახველის მეთაურობით, გადაწყვიტეს საკუთარი თავებისთვის სინ’დორეი – სისხლის ელფები ეწოდათ, რათა არასდროს დავიწყებოდათ მათ რასას გადახდენილი ტრაგედია. ახალი სახელი სამეფო ელფების უმრავლესობამ მიიღო, თუმცა მათ, ვინც ომის დროს ქველ’თალასის მიღმა იმყოფებოდნენ, შეინარჩუნეს ძველი სახელი. ელფების ეს ჯგუფი ძალზედ მცირერიცხოვანი იყო, მაგრამ ისინი მაინც დარჩნენ ალიანსის ერთგულნი.

სისხლის ელფები

სამეფოს განადგურების შემდეგ სისხლის ელფებს რთული დრო დაუდგათ. მზის ჭის გარეშე ისინი მაგიის დაუკმაყოფილებელმა, მტანჯველმა შიმშილმა შეიპყრო. კაელ’თასი საკუთარ ხალხს დაპირდა, რომ იპოვიდა განკურნების საშუალებას, რა მიზნითაც გარემიწეთში გაემგზავრა. იქ, იგი ილიდან მეხჯავრის ძალებს შეუერთდა, რომლისგანაც პირობა მიიღო, რომ იპოვიდა მაგიაზე დამოკიდებულების დაკმაყოფილების გზას. ილიდანის დახმარებით, კაელ’თასმა ისწავლა მაგიის ამოცლა სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის დემონებისგან. კაელ’თასი თავად არ დაბრუნებულა ქველ’თალასში, თუმცა ახალი ცოდნის გასავრცელებლად მთავარი მაგისტრი რომათი გამოგზავნა.

მოგვიანებით, სისხლის ელფებს მან საჩუქრად გამოუგზავნა დატყვევებული ნაარუ სახელად მ’ურუ, რომლისგანაც მათ ნათელის ამოცლა და გამოყენება შეეძლოთ. ამ ინფორმაციით, მთავარმა მაგისტრმა რომათმა ჩამოაყალიბა სისხლის რაინდთა პირველი ორდენი, რომელსაც ლედი ლიადრინი ჩაუდგა სათავეში. ამის პარალელურად, კაელ’თასის მიერ დანიშნულმა რეგენტმა ლორდმა – ლორ'თემარ თერონმა უჩვეულო კავშირი გააფორმა ყოფილ მეგობარ და ახლა უკვე მიტოვებულთა დედოფალთან – სილვანას ქარსირბილთან. შედეგად, სისხლის ელფები ფორმალურად შეუერთდნენ ურდოს.

გარკვეული დროის შემდეგ, სისხლის ელფებმა კაელ’თასის შესახებ სიმართლე გაიგეს. საკუთარი ხალხის ნათელი მომავლისთვის ბრძოლის მაგივრად კაელ’თასმა დემონთა მბრძანებელ კილ’ჯადენსა და ცეცხლოვან ლეგიონთან მოკავშირეობა არჩია. კაელ’თასი სისხლის ელფების დედაქალაქ ვერცხლმთვარეშიც დაბრუნდა, თუმცა ეს მ’ურუს მოსატაცებლად გააკეთა. დატყვევებული ნაარუ მან მზის ჭასთან წაიყვანა, იმ იმედით, რომ მაგიის ამ ყოფილ წყაროს კილ’ჯადენის აზეროტში შემოსაყვანად გამოიყენებდა. მთავარი მაგისტრი რომათი, რომელიც მანამდე უსიტყვოდ ემორჩილებოდა კაელ’თასს, ამ ღალატმა გაანადგურა.





















ურთიერთობა ურდოსთან

ისტორიის შემოკლებული ვერსია ასეთია: მესამე ომის დროს სამეფო ელფები თითქმის მთლიანად განადგურდნენ. მათგან მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩა, რომელმაც სახელი სისხლის ელფებად გადაირქვა. კიდევ უფრო მცირე ნაწილმა სამეფო ელფების სახელი შეინარჩუნა. სისხლის ელფები ურდოს შეუერთდნენ, თუმცა ისინი არ იყვნენ დარწმუნებულები ამ კავშირში. რეალურად, სილვანასმა ლორ’თემარს შანტაჟი მოუწყო, რათა მას ჩრდილოხრეთში გაეგზავნა სისხლის ელფების ისედაც მცირერიცხოვანი ჯარი. სილვანასი მას დაემუქრა, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში იგი აჩრდილეთიდან გაიყვანდა მიტოვებულთა ძალებს და რომ სისხლის ელფები დაკარგავდნენ ურდოს მხარდაჭერას.

ამ შემთხვევამ გააღიზიანა როგორც რომათი, ისე ლორ’თემარი. და როდესაც გაროშ ჯოჯოხეთური შეძახილი დაინიშნა ურდოს ბელადად, ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა. სულ უფრო აშკარა ხდებოდა, რომ მათი ეგრეთ წოდებული „მოკავშირეები“ მხოლოდ სინ’დორეების გამოსადეგობით იყვნენ დაინტერესებულნი. გაროშს არ ადარდებდა სინ’დორეების კეთილდღეობა და მათ მხოლოდ მიზნის მისაღწევად იყენებდა, მაგალითად, როდესაც საშიში არტეფაქტი შესასწავლად გაგზავნა ვერცხლმთვარის შუაგულში.

ყოველივე ამის გამო ლორ’თემარი გაურკვევლობაში აღმოჩნდა. ვითარება იმდენად მძიმე იყო, რომ იგი ურდოდან გასვლასაც კი ფიქრობდა. და ის ამას გააკეთებდა კიდეც, რომ არა მზემტაცებელთა ღალატი გაროშის ბრძანებით. მათ ჯაინა პრაუდმურის რისხვა დაიმსახურეს, რომელმაც საპასუხოდ დალარანიდან ყველა სისხლის ელფი განდევნა. ამ შემთხვევამ ალიანსსა და სინ’დორეებს შორის მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებები საბოლოოდ ჩაშალა. თუმცა, ორგრიმარის ალყის დროს ლორ’თემარი მაინც დაუპირისპირდა გაროშს.

როგორც აღმოჩნდა, ვერცხლმთვარეს საკუთარი თავის გარდა არავის იმედი არ უნდა ჰქონოდა.



























უკუნის ელფები

ახლა კი დადგა დრო უკუნის ელფებზე ვისაუბროთ. მაგისტრ უმბრიკს გადაეწყვიტა, რომ სინ’დორეები აღარასდროს გახდებოდნენ მსხვერპლი. ვერცხლმთვარის დასაცავად მან უკუნის გამოყენება ისურვა. მთავარი მაგისტრი რომათი შეეწინააღმდეგა ამ იდეას და განაცხადა, რომ ეს საფრთხეს შეუქმნიდა მზის ჭას. ნაცვლად საერთო გამოსავლის მოძებნისა, მან გააძევა უმბრიკი და მისი მიმდევრები ვერცხლმთვარიდან. გაძევებულებმა კი კვლევა აჩრდილეთში გააგრძელეს.

პარალელურად, ვერცხლმთვარეში დაბრუნდა ალერია ქარსირბილი. მისთვის ამ ქალაქში ყოფნიდან უკვე ათას წელზე მეტი იყო გასული. მის არყოფნაში იმდენი რამ მოხდა, თითქოს მართლაც ათასი წელი გავიდაო. ალერიამ გამოტოვა მესამე ომი, მზის ჭის განადგურება, სისხლის ელფების ფორმირება, კაელ’თასის ღალატი. მან გამოტოვა მზის ჭის აღდგენა, რის შედეგადაც იგი არკანულ მაგიასთან ერთად ნათელის წყაროდაც იქცა. მან ასევე გამოტოვა მისი ხალხის შესვლა ურდოს რიგებში.

ვერცხლმთვარეში დაბრუნებულმა ალერიამ მხოლოდ ის იცოდა, რომ ალიანსი აქტიურად ეძებდა მოკავშირეებს. მისი აზრით, სინ’დორეები შესაძლოა დაინტერესებულიყვნენ ამ შეთავაზებით. თუმცა, პასუხად მან უხეში უარი მიიღო მისი ყოფილი მეგობრის – ლორ’თემარისგან. ხოლო, როდესაც მან იკითხა, ეს პასუხი მისი მიტოვებული დისგან ხომ არ მოდიოდა, ლორ’თემარმა ყურადღება გაამახვილა მის კავშირზე უკუნთან. მიუხედავად ამისა, ლორ’თემარი არ იყო ბოროტად განწყობილი ალერიასადმი და მას უფლება მისცა, რომათის სურვილის საწინააღმდეგოდ, მზის ჭა მოენახულებინა.




















უკუნი ცხადდება

ნათელით გაჯერებულ მზის ჭასთან უკუნის მპყრობელი ალერიას მიახლოებამ უკუნის ძალებს მოქმედებისკენ უბიძგა. უხილავი არსება შეეცადა გამოეყენებინა ალერია მზის ჭის წასახდენად. მართალია, იქ მყოფებმა შეძლეს შეტევის მოგერიება, თუმცა ამ შემთხვევამ მაინც დაამტკიცა, რომ რომათის მიერ გამოთქმული შიშები რეალური იყო. შედეგად, ალერია გაძევებულ იქნა სისხლის ელფთა სამეფოდან.

მაგრამ ის არ იყო ერთადერთი, ვინც უკუნით დაინტერესების გამო გააძევეს – გახსოვთ უმბრიკი და მისი მიმდევრები? ალერიამ გადაწყვიტა მოეძებნა ისინი. ალერია დაეხმარა მათ დაემარცხებინათ ის უხილავი არსება, რომელმაც მზის ჭის წახდენა სცადა, რის შედეგადაც უმბრიკის მიმდევრები უკუნის ელფებად გადაიქცნენ, და შესთავაზა საკუთარი ცოდნის გაზიარება. შედეგად, ალერია უკუნის ელფების წინამძღოლი გახდა და ისინი ალიანსში გააწევრიანა. ალიანსი ჯერ სრულად ვერ ენდობა უკუნის ელფებს, თუმცა ის მზად მაინც არის მათ მოუსმინოს. ხოლო სანამ უკუნის ელფები იმორჩილებენ უკუნის ძალებს, ისინი სასარგებლო მოკავშირეები იქნებიან.

Wednesday, February 7, 2018

ორგანიაციები: Blood Elves Loyal to Kael'thas - კაელ’თასისადმი ერთგული სისხლის ელფები

Bloodwarder (Leader: Commander Sarannis) - სისხლისმცველი/ები (მეთაური: სარანისი)
Crimson Hand - მეწამული ხელი
Dawnblade - აისმახვილა
Firewing (Leader: Sharth Voldoun) - ცეცხლისფრთა (მეთაური: შართ ვოლდუნი)
Shadowsword - ჩრდილმახვილა
Sunblade - მზისმახვილა
Sunfury - მზემძვინვარე
Sunhawk (Leader: Sironas) - მზისქორი (ლიდერი: სირონასი)
Sunseeker - მზისმაძიებელი
Crimson Sigil - მეწამული სიმბოლო
Eclipsion - დაბნელება/ის
Illidari - ილიდარელები


Tuesday, February 6, 2018

Primals - პირველქმნილნი

Sporemound - სპორგროვა
Genesaur - გენეზავრი
Draenor ancient - დრაენორის უხსოვარი ხეები
Botani - ბოტანი/ები
The Infested - პარაზიტიანები
Mandragora - მანდრაგორა
Podling - ჭოტაკი
Sporeling - სპორუნა


Monday, February 5, 2018

Breakers - შემმუსვრელნი

Grond - გრონდი
Colossals - კოლოსები
Magnaron - მაგნარონი
Gronn - გრონი
Gronnling - გრონუნა
Ogron - ოგრონი
Ogre - დევი
Ogre lord - დევლორდი
Ogre mage - დევმაგი
Goren - გორენი
Orc - ორკი


Tuesday, January 2, 2018

Profession Ingredients (Legion) - პროფესიების ინგრედიენტები (ლეგიონი)


Enchanting - მოჯადოება
Arkhana - არხანა
Leylight Shard - ჯადონათება ნამსხვრევი
Chaos Crystal - ქაოსის კრისტალი
           
Herbalism - ჰერბალიზმი
Aethril - ეთრილი
Dreamleaf - სიზმარფოთოლა
Fjarnskaggl - ფიარნსკაგელი
Foxflower - მელაყვავილა
Starlight Rose - ვარსკვლავნათება ვარდი
Felwort - ეშმაფესვა
Astral Glory - ასტრალური ხვართქლა
Yseralline Seed - ისერალინის თესლი
Seed - თესლი
           
Mining  - სამთო საქმე
Leystone Ore - ჯადოქვის მადანი
Demonsteel Bar - დემონური ფოლადის ზოდი
Felslate - ეშმაფიქალი
Infernal Brimstone - ჯოჯოხეთური გოგირდი
Empyrium - ემპირიუმი

Jewelcrafting - საიუველირო საქმე
Red - წითელი
Sangrite - სანგიტი
Furystone - მძვინვარების ქვა
Hesselian - ჰესელიანი
Blue - ლურჯი
Skystone - ცისქვა
Maelstrom Sapphire - მორევის საფირონი
Labradorite - ლაბრადორიტი
Yellow - ყვითელი
Azsunite - აზუნიტი
Dawnlight - აისნათება
Lightsphene - ნათელსფენი
Orange - სტაფილოსფერი
Deep Amber - მუქი ქარვა
Eye of Prophecy - წინასწარმეტყველების თვალი
Chemirine - ქემირინი
Green - მწვანე
Chaotic Spinel - ქაოტური შპინელი
Pandemonite - პანდემონიტი
Florid Malachite - ღაჟღაჟა მალაქიტი
Purple - იასამნისფერი
Queen's Opal - დედოფლის ოპალი
Shadowruby - ჩრდილის ლალი
Argulite - არგულიტი
Prismatic - პრიზმატული
Saber's Eye - ხმალკბილას თვალი

Gem Chip - ძვირფასი ქვის ნატეხი

Leatherworking - ტყავზე მუშაობა
Felhide - ეშმაბეწვი
Stonehide Leather - ქვაბეწვა ტყავი
Fiendish Leather - დემონური ტყავი
Stormscale - შტორმქერცლი
Unbroken Tooth - გაუტეხელი კბილი
Unbroken Claw - გაუტეხელი ბრჭყალი
           
Tailoring - კერვა
Shal'dorei Silk - შალ'დორეული აბრეშუმი
Imbued Silkweave - გაჯერებული აბრეშუმი
Lightweave Cloth - ნათელქსოვილი
           
Elemental Ingredients - სტიქიური ინგრედიენტები
Black Transmutagen - შავი ტრანსმუტაგენი
Oily Transmutagen - გაზეთილი ტრანსმუტაგენი
Viscous Transmutagen - წებოვანი ტრანსმუტაგენი
Demonfire - დემონური ცეცხლი
Leyfire - ჯადოცეცხლი
Blood of Sargeras - სარგერასის სისხლი

Inscription - გლიფწერა
Pigment - პიგმენტი
Roseate - ვარდისფერი
Sallow - მოყვითალო
Essence - ესენცია

Cooking - კულინარია
Big Gamy Ribs - ნადირის ნეკნები
Fatty Bearsteak - დათვის სტეიკი
Lean Shank - ზვიგენის ხორცი
Leyblood - ჯადოსისხლი
Wildfowl Egg - გარეული ფრინველის კვერცხი
Slice of Bacon - ბეკონის ნაჭერი
Falcosaur Egg - შევარდენოზავრის კვერცხი
           
Vendor - გამყიდველისგან ნაყიდი
Dalapeño Pepper - წიწაკა დალაპენიო
Flaked Sea Salt - ზღვის მარილის მარცვლები
Muskenbutter - მუსკენის კარაქი
River Onion - მდინრის ხახვი
Royal Olive - სამეფო ზეთისხილი
Stonedark Snail - ქვაბნელი ლოკოკინა
           
Pristine Falcosaur Feather - შავარდენოზავრის უნაკლო ბუმბული
           
Fishing - თევზაობა
Black Barracuda - შავი ბარაკუდა
Cursed Queenfish - დაწყევლილი დედოფალთევზა
Highmountain Salmon - მაღალმთის ორაგული
Mossgill Perch - ხავსლაყუჩა ქორჭილა
Runescale Koi - რუნქერცლა კოი
Silver Mackerel - ვერცხლისფერი სკუმბრია
Stormray - შტორმსკაროსი



Monday, January 1, 2018

Forged Prefix - სუფიქსი „ჭედილი“


Lightforged - ნათელჭედილი
Stormforged - შტორმჭედილი
Titanforged - ტიტანთჭედილი
Warforged - ომში ჭედილი
Thunderforged - ქუხილჭედილი
           
Ghostforged - ლანდთჭედილი
Sunforged - მზეჭედილი
Demonforged - დემონთჭედილი
Battleforged - ბრძოლაში ჭედილი