Monday, February 19, 2018

Blood Elf Organizations - სისხლის ელფების ორგანიზაციები

Magisters - მაგისტრები
Farstriders - შორსმავლები
Blood Knights - სისხლის რაინდები
Sunreavers - მზემტაცებლები
Reliquary - სიძველეთა მცველები
Scryers - მჭვრეტელნი
Blood Hawks - სისხლის ქორები
Sunsworn - მზედნაფიცნი


Wednesday, February 14, 2018

იცნობდე ისტორიას: უკუნის ელფები

ავტორი: Anne Stickney
მთარგმნელი: სანდრო ქევხიშვილი


სამეფო ელფები

თავდაპირველად, ჯერ კიდევ ტროლთა ომების დროიდან, სამეფო ელფები ალიანსის მოკავშირეები იყვნენ. მათ სამხედრო ალიანსი შესთავაზეს არათორელ ადამიანებს და სანაცვლოდ 100 ადამიანს ასწავლეს არკანული ხელოვნება. ერთობლივი ძალებით მათ გაანადგურეს ამანელი ტროლები და მოიგეს ომი. ათასობით წლის შემდეგ, ისტორიას ჩაბარებული სამხედრო კავშირის აღდგენა ადამიანებმა ითხოვეს. მართალია, სამეფო ელფების მეფე ანასტერიან მზემლახველს არ სურდა დახმარება, მან მაინც გაუგზავნა ლორდერონის ალიანსს სიმბოლური ზომის არმია.

მცირე ზომის არმია მალე სრულ მხარდაჭერაში გადაიზარდა, როდესაც ურდომ ელფების სამეფოს – ქველ’თალასს მიაღწია. მტერი ამჯერადაც დამარცხდა, თუმცა ეს ქველ’თალასის ტყეების დაწვის ხარჯზე მოხდა. მეორე ომის დასრულების შემდეგ, სამეფო ელფების უმრავლესობამ კვლავ ტყეებს შეაფარა თავი და დატოვა ლორდერონის ალიანსი. იყვნენ გამონაკლისებიც: ისინი, ვინც დალარანში დარჩნენ, და ისინი, ვინც არჩიეს გაეგრძელებინათ ადამიანების დახმარება, მაგალითად, დები - ალერია და ვერეესა ქარსირბილები.

მესამე ომის დროს ქველ'თალასი დაემხო, ხოლო სამეფოს ძლევამოსილების მაგიური წყარო – მზის ჭა განადგურდა. გადარჩენილებმა, პრინც კაელ’თას მზემლახველის მეთაურობით, გადაწყვიტეს საკუთარი თავებისთვის სინ’დორეი – სისხლის ელფები ეწოდათ, რათა არასდროს დავიწყებოდათ მათ რასას გადახდენილი ტრაგედია. ახალი სახელი სამეფო ელფების უმრავლესობამ მიიღო, თუმცა მათ, ვინც ომის დროს ქველ’თალასის მიღმა იმყოფებოდნენ, შეინარჩუნეს ძველი სახელი. ელფების ეს ჯგუფი ძალზედ მცირერიცხოვანი იყო, მაგრამ ისინი მაინც დარჩნენ ალიანსის ერთგულნი.

სისხლის ელფები

სამეფოს განადგურების შემდეგ სისხლის ელფებს რთული დრო დაუდგათ. მზის ჭის გარეშე ისინი მაგიის დაუკმაყოფილებელმა, მტანჯველმა შიმშილმა შეიპყრო. კაელ’თასი საკუთარ ხალხს დაპირდა, რომ იპოვიდა განკურნების საშუალებას, რა მიზნითაც გარემიწეთში გაემგზავრა. იქ, იგი ილიდან მეხჯავრის ძალებს შეუერთდა, რომლისგანაც პირობა მიიღო, რომ იპოვიდა მაგიაზე დამოკიდებულების დაკმაყოფილების გზას. ილიდანის დახმარებით, კაელ’თასმა ისწავლა მაგიის ამოცლა სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის დემონებისგან. კაელ’თასი თავად არ დაბრუნებულა ქველ’თალასში, თუმცა ახალი ცოდნის გასავრცელებლად მთავარი მაგისტრი რომათი გამოგზავნა.

მოგვიანებით, სისხლის ელფებს მან საჩუქრად გამოუგზავნა დატყვევებული ნაარუ სახელად მ’ურუ, რომლისგანაც მათ ნათელის ამოცლა და გამოყენება შეეძლოთ. ამ ინფორმაციით, მთავარმა მაგისტრმა რომათმა ჩამოაყალიბა სისხლის რაინდთა პირველი ორდენი, რომელსაც ლედი ლიადრინი ჩაუდგა სათავეში. ამის პარალელურად, კაელ’თასის მიერ დანიშნულმა რეგენტმა ლორდმა – ლორ'თემარ თერონმა უჩვეულო კავშირი გააფორმა ყოფილ მეგობარ და ახლა უკვე მიტოვებულთა დედოფალთან – სილვანას ქარსირბილთან. შედეგად, სისხლის ელფები ფორმალურად შეუერთდნენ ურდოს.

გარკვეული დროის შემდეგ, სისხლის ელფებმა კაელ’თასის შესახებ სიმართლე გაიგეს. საკუთარი ხალხის ნათელი მომავლისთვის ბრძოლის მაგივრად კაელ’თასმა დემონთა მბრძანებელ კილ’ჯადენსა და ცეცხლოვან ლეგიონთან მოკავშირეობა არჩია. კაელ’თასი სისხლის ელფების დედაქალაქ ვერცხლმთვარეშიც დაბრუნდა, თუმცა ეს მ’ურუს მოსატაცებლად გააკეთა. დატყვევებული ნაარუ მან მზის ჭასთან წაიყვანა, იმ იმედით, რომ მაგიის ამ ყოფილ წყაროს კილ’ჯადენის აზეროტში შემოსაყვანად გამოიყენებდა. მთავარი მაგისტრი რომათი, რომელიც მანამდე უსიტყვოდ ემორჩილებოდა კაელ’თასს, ამ ღალატმა გაანადგურა.





















ურთიერთობა ურდოსთან

ისტორიის შემოკლებული ვერსია ასეთია: მესამე ომის დროს სამეფო ელფები თითქმის მთლიანად განადგურდნენ. მათგან მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩა, რომელმაც სახელი სისხლის ელფებად გადაირქვა. კიდევ უფრო მცირე ნაწილმა სამეფო ელფების სახელი შეინარჩუნა. სისხლის ელფები ურდოს შეუერთდნენ, თუმცა ისინი არ იყვნენ დარწმუნებულები ამ კავშირში. რეალურად, სილვანასმა ლორ’თემარს შანტაჟი მოუწყო, რათა მას ჩრდილოხრეთში გაეგზავნა სისხლის ელფების ისედაც მცირერიცხოვანი ჯარი. სილვანასი მას დაემუქრა, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში იგი აჩრდილეთიდან გაიყვანდა მიტოვებულთა ძალებს და რომ სისხლის ელფები დაკარგავდნენ ურდოს მხარდაჭერას.

ამ შემთხვევამ გააღიზიანა როგორც რომათი, ისე ლორ’თემარი. და როდესაც გაროშ ჯოჯოხეთური შეძახილი დაინიშნა ურდოს ბელადად, ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა. სულ უფრო აშკარა ხდებოდა, რომ მათი ეგრეთ წოდებული „მოკავშირეები“ მხოლოდ სინ’დორეების გამოსადეგობით იყვნენ დაინტერესებულნი. გაროშს არ ადარდებდა სინ’დორეების კეთილდღეობა და მათ მხოლოდ მიზნის მისაღწევად იყენებდა, მაგალითად, როდესაც საშიში არტეფაქტი შესასწავლად გაგზავნა ვერცხლმთვარის შუაგულში.

ყოველივე ამის გამო ლორ’თემარი გაურკვევლობაში აღმოჩნდა. ვითარება იმდენად მძიმე იყო, რომ იგი ურდოდან გასვლასაც კი ფიქრობდა. და ის ამას გააკეთებდა კიდეც, რომ არა მზემტაცებელთა ღალატი გაროშის ბრძანებით. მათ ჯაინა პრაუდმურის რისხვა დაიმსახურეს, რომელმაც საპასუხოდ დალარანიდან ყველა სისხლის ელფი განდევნა. ამ შემთხვევამ ალიანსსა და სინ’დორეებს შორის მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებები საბოლოოდ ჩაშალა. თუმცა, ორგრიმარის ალყის დროს ლორ’თემარი მაინც დაუპირისპირდა გაროშს.

როგორც აღმოჩნდა, ვერცხლმთვარეს საკუთარი თავის გარდა არავის იმედი არ უნდა ჰქონოდა.



























უკუნის ელფები

ახლა კი დადგა დრო უკუნის ელფებზე ვისაუბროთ. მაგისტრ უმბრიკს გადაეწყვიტა, რომ სინ’დორეები აღარასდროს გახდებოდნენ მსხვერპლი. ვერცხლმთვარის დასაცავად მან უკუნის გამოყენება ისურვა. მთავარი მაგისტრი რომათი შეეწინააღმდეგა ამ იდეას და განაცხადა, რომ ეს საფრთხეს შეუქმნიდა მზის ჭას. ნაცვლად საერთო გამოსავლის მოძებნისა, მან გააძევა უმბრიკი და მისი მიმდევრები ვერცხლმთვარიდან. გაძევებულებმა კი კვლევა აჩრდილეთში გააგრძელეს.

პარალელურად, ვერცხლმთვარეში დაბრუნდა ალერია ქარსირბილი. მისთვის ამ ქალაქში ყოფნიდან უკვე ათას წელზე მეტი იყო გასული. მის არყოფნაში იმდენი რამ მოხდა, თითქოს მართლაც ათასი წელი გავიდაო. ალერიამ გამოტოვა მესამე ომი, მზის ჭის განადგურება, სისხლის ელფების ფორმირება, კაელ’თასის ღალატი. მან გამოტოვა მზის ჭის აღდგენა, რის შედეგადაც იგი არკანულ მაგიასთან ერთად ნათელის წყაროდაც იქცა. მან ასევე გამოტოვა მისი ხალხის შესვლა ურდოს რიგებში.

ვერცხლმთვარეში დაბრუნებულმა ალერიამ მხოლოდ ის იცოდა, რომ ალიანსი აქტიურად ეძებდა მოკავშირეებს. მისი აზრით, სინ’დორეები შესაძლოა დაინტერესებულიყვნენ ამ შეთავაზებით. თუმცა, პასუხად მან უხეში უარი მიიღო მისი ყოფილი მეგობრის – ლორ’თემარისგან. ხოლო, როდესაც მან იკითხა, ეს პასუხი მისი მიტოვებული დისგან ხომ არ მოდიოდა, ლორ’თემარმა ყურადღება გაამახვილა მის კავშირზე უკუნთან. მიუხედავად ამისა, ლორ’თემარი არ იყო ბოროტად განწყობილი ალერიასადმი და მას უფლება მისცა, რომათის სურვილის საწინააღმდეგოდ, მზის ჭა მოენახულებინა.




















უკუნი ცხადდება

ნათელით გაჯერებულ მზის ჭასთან უკუნის მპყრობელი ალერიას მიახლოებამ უკუნის ძალებს მოქმედებისკენ უბიძგა. უხილავი არსება შეეცადა გამოეყენებინა ალერია მზის ჭის წასახდენად. მართალია, იქ მყოფებმა შეძლეს შეტევის მოგერიება, თუმცა ამ შემთხვევამ მაინც დაამტკიცა, რომ რომათის მიერ გამოთქმული შიშები რეალური იყო. შედეგად, ალერია გაძევებულ იქნა სისხლის ელფთა სამეფოდან.

მაგრამ ის არ იყო ერთადერთი, ვინც უკუნით დაინტერესების გამო გააძევეს – გახსოვთ უმბრიკი და მისი მიმდევრები? ალერიამ გადაწყვიტა მოეძებნა ისინი. ალერია დაეხმარა მათ დაემარცხებინათ ის უხილავი არსება, რომელმაც მზის ჭის წახდენა სცადა, რის შედეგადაც უმბრიკის მიმდევრები უკუნის ელფებად გადაიქცნენ, და შესთავაზა საკუთარი ცოდნის გაზიარება. შედეგად, ალერია უკუნის ელფების წინამძღოლი გახდა და ისინი ალიანსში გააწევრიანა. ალიანსი ჯერ სრულად ვერ ენდობა უკუნის ელფებს, თუმცა ის მზად მაინც არის მათ მოუსმინოს. ხოლო სანამ უკუნის ელფები იმორჩილებენ უკუნის ძალებს, ისინი სასარგებლო მოკავშირეები იქნებიან.

Wednesday, February 7, 2018

ორგანიაციები: Blood Elves Loyal to Kael'thas - კაელ’თასისადმი ერთგული სისხლის ელფები

Bloodwarder (Leader: Commander Sarannis) - სისხლისმცველი/ები (მეთაური: სარანისი)
Crimson Hand - მეწამული ხელი
Dawnblade - აისმახვილა
Firewing (Leader: Sharth Voldoun) - ცეცხლისფრთა (მეთაური: შართ ვოლდუნი)
Shadowsword - ჩრდილმახვილა
Sunblade - მზისმახვილა
Sunfury - მზემძვინვარე
Sunhawk (Leader: Sironas) - მზისქორი (ლიდერი: სირონასი)
Sunseeker - მზისმაძიებელი
Crimson Sigil - მეწამული სიმბოლო
Eclipsion - დაბნელება/ის
Illidari - ილიდარელები


Tuesday, February 6, 2018

Primals - პირველქმნილნი

Sporemound - სპორგროვა
Genesaur - გენეზავრი
Draenor ancient - დრაენორის უხსოვარი ხეები
Botani - ბოტანი/ები
The Infested - პარაზიტიანები
Mandragora - მანდრაგორა
Podling - ჭოტაკი
Sporeling - სპორუნა


Monday, February 5, 2018

Breakers - შემმუსვრელნი

Grond - გრონდი
Colossals - კოლოსები
Magnaron - მაგნარონი
Gronn - გრონი
Gronnling - გრონუნა
Ogron - ოგრონი
Ogre - დევი
Ogre lord - დევლორდი
Ogre mage - დევმაგი
Goren - გორენი
Orc - ორკი