Monday, March 26, 2018

იცნობდე ისტორიას: ჰულნის შვილები


ავტორი: Matthew Rossi
მთარგმნელი: სანდრო ქევხიშვილი


აზეროთის ტაურენები უძველესი მოდგმის ხალხია. ამ მოდგმამ სამი ძირითადი შტო წარმოშვა: პანდარიაზე მცხოვრები იაუნგოლები, ჩრდილოხრეთში მცხოვრები ტაუნკები და კალიმდორზე მცხოვრები შუ’ჰალოები (რაც ტაურენულ ენაზე – ტაურ-აჰეზე ტაურენს ნიშნავს).

ამ ხალხის განვითარებაზე მრავალმა ფაქტორმა იქონია გავლენა. უხსოვარ კალიმდორზე ისინი მომთაბარეები იყვნენ, სანამ კონტინენტის სამხრეთით, თანამედროვე პანდარიის ტერიტორიაზე დასახლება არ გადაწყვიტეს და იქ მოგუს იმპერიის მონობაში არ აღმოჩნდნენ. მას მერე, რაც მოგუს იმპერია დამონებული ხალხების ერთობლივი აჯანყების შედეგად დაემხო, ტაურენებმა მოიპოვეს თავისუფლება და რამდენიმე ჯგუფად გაიყვნენ. მათი ნაწილი პანდარიაზე დარჩა, ნაწილი ჩრდილოეთისკენ გაემართა, დანარჩენები კი მარადისობის ჭის გარშემო დასახლდნენ. მაღალმთის ტაურენები სწორედ ამ უკანასკნელი ჯგუფის შთამომავლები არიან.

აზეროთზე ცეცხლოვანი ლეგიონის პირველ შემოტევამდე ტაურენები იზოლირებულად ცხოვრობდნენ მარადისობის ჭის გარშემო. ამ ხალხის ერთი-ერთი ტომი ერთ თვალუწვდენელ მთაზე დასახლდა (დღეს ამ მთას მაღალმთა ეწოდება), რომელიც მათთვის ისეთივე წმინდა გახდა, როგორიც სხვებისთვის ჰიჯალი (ღამის ელფებისთვის) ან ზანდალარი (ტროლებისთის) იყო. ამ მთაზე მცხოვრებთაგან დროთა განმავლობაში ოთხი ტომი ჩამოყალიბდა (ცისრქა, სისხლტოტემი, მდინარბეწვა და მაღალმთა), რომლებიც ხშირად იბრძოდნენ მისი მწვერვალებისა და კლდეებისთვის.






















ჰულნის აღზევება

ჰულნი, მაღალმთის ტომიდან, თავისი დროის ერთ-ერთი ჩვეულებრივი ტაურენი იყო. იგი სხვების მსგავსად იღებდა მონაწილეობას მაღალმთის მწვერვალზე მცხოვრებ ტომებს შორის არსებულ დაპირისპირებაში, რომლის მიზანი მწვერვალზე გაბატონება იყო და რომელიც ზოგჯერ სისხლისღვრასაც იწვევდა. ერთ დღეს, შინ დაბრუნებულმა ახალგაზრდა ჰულნმა საკუთარი ხალხი დახოცილი იპოვა... მაგრამ არა სხვა ტაურენების მიერ. ამ სისასტიკის ჩამდენი არც ჰარპიები, ფურბოლგენი ან რომელიმე სხვა, ტაურენებისთვის ნაცნობი არსებები იყვნენ. დახოცილთა ცხედრებს უცნაური წახდენა ემჩნეოდათ, რაც ჰულნს მანამდე არსად ენახა.

ჰულნმა აიღო ხელში კლანჭბრჭყალა, წინაპართა დანატოვარი არწივის შუბი, და სხვა ტომების ბელადებთან გაემართა. ჰულნმა შეძლო მათი დარწმუნება იმაში, რომ ტაურენებს ახალი საფრთხე ემუქრებოდათ. ამის დასტურიც მალე გამოჩნდა, როდესაც უხსოვართა ომი დაწყო. ჰულნის ხელმძღვანელობით, ტაურენები დაეხმარნენ კალდორეებს (ღამის ელფებს), მიუხედავად ზოგი მათგანის შეუწყნარებლობისა სხვა რასების მიმართ. პროცესში ჰულნი კალდორეების ძალების ხელმძღვანელ ჯაროდ ჩრდილსიმღერას დაუმეგობრდა, ცეცხლოვანი ლეგიონის შემოტევისგან იხსნა დიადი თეთრი ლოსი ეჩე’რო, იბრძოდა ბუნების ღმერთ ომენის გვერდით, და დაამარცხა აღსასრულის მბრძანებელი ზაიბერნი. საბოლოოდ, მარადისობის ჭა განადგურდა და ცეცხლოვანი ლეგიონის დემონები უკან, მრუდეთში გადატყორცნა.

ეჩე’როს გადარჩენისთვის ბუნების ღმერთ სენარიუსის მიერ კურთხეული ჰულნი სამშობლოში გმირად დაბრუნდა (კურთხევის ფიზიკური გამოვლინება ლოსის რქები იყო). თუმცა, გულხელდაკრეფილად ჯდომას მან საგმირო საქმეების კეთება არჩია და გადაწყვიტა დაესრულებინა დრაკონთა დაცემული ასპექტის ნელთარიონის საფრთხე, რომელსაც მაღალმთის კალთებზე დაედო ბუნაგი. ამისთვის ჰულნი შეეკრა ადგილობრივ დროგბარებს, რომლებიც მიწის ასპექტს დიდი ხნის განმავლობაში დამონებული ჰყავდა. ერთად, ისინი შეიჭრნენ სიკვდილფრთის ბუნაგში; იქ ნაპოვნი ხაზ’გოროთის ჩაქუჩის (ხუთთაგან ერთ-ერთი ქმნადობის ბურჯი) მეშვეობით ჰულნმა განდევნა დაცემული დრაკონი მაღალმთიდან.






















მაღალმთის სახელდება

ჰულნის გმირობამდე მაღალმთას სხვა სახელი ერქვა. ეს სახელი მას ჰულნის საპატივსაცემოდ დაარქვეს ადგილობრივმა ტაურენებმა და დროგბარებმა, შეშლილი ასპექტისა და ლეგიონის დემონებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის. ეჩე’როს კურთხევა მთაზე მცხოვრებმა და უხსოვართა ომში მონაწილე ოთხივე ტომმა მიიღო. ამ კურთხევამ, ისევე როგორც სუპერკონტინენტის გაყოფამ, ეს ტომები დააშორა სხვა ტაურენებს. უხსოვარი კალიმდორი აღარ არსებობდა. მდინარბეწვა, სისხლტოტემისა და ცისრქის ტომებმა აღიარეს მაღალმთის ტომის უპირატესობა. ჰულნი მისი ხალხის უდავო წინამძღოლი გახდა.

მაღალმთის ტაურენებსა და მათ კალიმდორზე დარჩენილ მოძმეებს შორის კავშირი ათასობით წლის შემდეგ აღდგა. კალიმდორზე მცხოვრებმა შუ’ჰალოებმა ბოლო დროინდელ მოვლენებამდე მომთაბარეობა შეინარჩუნეს, მაშინ, როდესაც ჰულნის მიმდევრებმა თევზაობა, ნადირობა და მიწათმოქმედება არჩიეს.

წინამძღოლად არჩევის შემდეგ ჰულნმა გააგრძელა თავგადასავალების ძიება. შავრქის სახელით ცნობილი სულმავლის რჩევითა და დახმარებით მან ძველი ღმერთებისგან იხსნა მაღალმთა და დაამარცხა მათი თაყვანისმცემელი ნეკრობნელი დროგბარები. სიკვდილის წინ ჰულნმა შთამომავლებს დაუტოვა წინაპართა დანატოვარი შუბი – კლანჭბრჭყალა. განსასვენებელში მისი სულის მეგზური კი ბუნების ღმერთი ონ’არა გახდა.























ლეგიონის დაბრუნება

ათასობით წელი მაღალმთის ტაურენები ჰულნის მაგალითს მიჰყვებოდნენ. ისინი მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ დროგბარებთან, რომლებიც ჰულნს სიკვდილფრთის დამარცხებაში დაეხმარნენ, და ერთობლივად იცავდნენ ხაზ’გოროთის ჩაქუჩს. მაღალმთის ტაურენები გარე სამყაროსგან სრულიად მოწყვეტილები იყვნენ. როდესაც გულ’დანი დამსხვრეულ კუნძულებზე გამოჩნდა და სარგერასის აკლდამა ამოსწია ოკეანის ფსკერიდან, მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.

მაგრამ როდესაც დემონები დაეუფლნენ ტაძრის გარშემო ტერიტორიას და კუნძულებზე შეტევა დაიწყეს, მაღალმთის ტაურენები მიხვდნენ, რომ მათი მიზანი შესაძლოა ხაზ’გოროთის ჩაქუჩის ხელში ჩაგდება ყოფილიყო. თუმცა, რასაც ტაურენების ბელადი ულან მაღალმთა არ მოელოდა იყო ის, რომ მათ დროგბარების მეფე დარგრული უღალატებდა. ხარბმა დარგრულმა ჩაქუჩის ძალის გამოყენებით მოკლა ულანი და ბევრი სხვა ტაურენი და წაართვა მათ ამ იარაღის ლეგიონის წინააღმდეგ გამოყენების შესაძლებლობა.

ულანის მკვლელობის შემდეგ ბელადი მისი ქალიშვილი მეილა გახდა. სულმავალ შავრქისა და უცხოელი გმირების დახმარებით, მეილამ გააერთიანა მაღალმთის ტომები და მოიპოვა ქვაბნელი დროგბარების ერთგულება. მან განდევნა მოღალატე სისხლტოტემის ტომი, რომელიც ლეგიონს შეუერთდა და ეშმატოტემის ტომად იქცა. შედეგად, მაღალმთა გადარჩა, ხაზ’გოროთის ჩაქუჩი კი თავის ადგილზე დაბრუნდა. საბოლოოდ, ჩაქუჩის გამოყენებით სარგერასის აკლდამაში ის პორტალები დაიხურა, რომელთა გამოყენებითაც ლეგიონი აზეროთში შემოიჭრა.






















ურდოში გაწევრიანება

ლეგიონის წინააღმდეგ ომის დასასრულს, ურდოს ბელადმა სილვანას ქარსირბილმა მოკავშირეების ძიება დაიწყო. მან უბრძანა მთავარბელად ბეინ სისხლჩლიქს დაკავშირებოდა მაღალმთაზე მცხოვრებ მონათესავე ტაურენებს. ბეინმა მოიწვია მეილა და მისი ხალხი მეხის კლდეზე მათ საპატივსაცემოდ გამართულ ნადიმზე. თუმცა, ვითარება დაიძაბა, როდესაც ძველი ღმერთების აგენტები ნადიმს თავს დაესხნენ და სულმავალ შავრქის დამორჩილება სცადეს. უცხოელი გმირის დახმარებით, ძველი ღმერთების გეგმა ჩაიშალა და შავრქა გათავისუფლდა მათი გავლენისგან.

შედეგად, ტაურენების ორმა მთავარბელადმა განაახლა უძველესი ნათესაური კავშირი, რომელიც მაშინ გაწყდა, როდესაც დიდი გაყოფის შედეგად მაღალმთა მოწყდა კალიმდორს. მეილამ საკუთარი ხალხი ურდოში გააწევრიანა; ურდომაც სიხარულით მიიღო ისინი საკუთარ რიგებში. ბეინმა აღმოაჩინა, რომ სულმავალი შავრქა სინამდვილეში შავი დრაკონი ყოფილა (10,000 წლის წინ, ჰულნ მაღალმთამ ხაზ’გოროთის ჩაქუჩის მეშვეობით ჯერ კიდევ გამოუჩეკელი შავრქა განწმინდა ძველი ღმერთების წახდენისგან). შავრქის შესახებ ეს ინფორმაცია საიდუმლოდ შეინახეს ბეინმა, მეილამ და უცხოელმა გმირმა.

უახლესი მოვლენების შემდეგ, ურდო აერთიანებს შუ’ჰალოებს, ტაუნკებსა და ახლა უკვე მაღალმთის ტაურენებს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ამ ამაყი და ძლევამოსილი ხალხის გაერთინების მოწმენი ვართ. ვინ იცის, იქნებ ოდესმე მაღალმთიელი ტაურენი ურდოს ბელადიც კი გახდეს.

Tuesday, March 20, 2018

Battle Pets (Classic) - მებრძოლი შინაური ცხოველები (კლასიკიდან)


Ancona Chicken - ანკონური ქათამი
Black Kingsnake - შავი სამეფო გველი
Black Tabby Cat - შავზოლებიანი კატა
Bombay Cat - ბომბეი
Brown Prairie Dog - მურა მემინდვრია
Brown Snake - ყავისფერი გველი
Cockatiel - კორელა
Cornish Rex Cat - კორნიშ რექსი
Crimson Snake - მეწამული გველი
Crimson Whelpling - მეწამული დრაკონის ბარტყი
Dark Whelpling - შავი დრაკონის ბარტყი
Disgusting Oozeling - საზიზღარი ტყლარწუნა
Emerald Whelpling - ზურმუხტისფერი დრაკონის ბარტყი
Father Winter's Helper - ზამთრის პაპის დამხმარე
Great Horned Owl - დიდი რქიანი ბუ
Green Wing Macaw - მწვანე ფრთიანი მაკაო
Gurky - გურკუნა
Hawk Owl - ქორისებრი ბუ
Hyacinth Macaw - ლურჯი მაკაო
Jubling - ზეიმუნა
Lifelike Toad - მექანიკური გომბეშო
Lil' Smoky - პატარა კვამლუნა
Mechanical Chicken - მექანიკური ქათამი
Mechanical Squirrel - მექანიკური ციყვი
Mini Diablo - მინი დიაბლო
Mr. Wiggles - მისტერ ცანცარა
Murki - მურკი
Murky - მურკუნა
Orange Tabby Cat - სტაფილოსფერზოლებიანი კატა
Panda Cub - პანდის ბელი
Peddlefeet - პატარა აფერისტი
Pet Bombling - პატარა ბომბუნა
Poley - პოლი
Senegal - სენეგალი
Siamese Cat - სიამის კატა
Silver Tabby Cat - ვერცხლისფერზოლებიანი კატა
Smolderweb Hatchling - წვაქლესის ობობუნა
Snowshoe Rabbit - თეთრთათა კურდღელი
Speedy - სწრაფუნა
Spirit of Summer - ზაფხულის სული
Sprite Darter Hatchling - პატარა მფრინავი ფერია
Tiny Green Dragon - პატარა მწვანე დრაკონი
Tiny Red Dragon - პატარა წითელი დრაკონი
Tiny Snowman - პატარა თოვლისკაცი
Tranquil Mechanical Yeti - წყნარი მექანიკური იეტი
Tree Frog - ხის ბაყაყი
Undercity Cockroach - ქვექალაქის ტარაკანა
Westfall Chicken - დასავლეთ დაბლობის ქათამი
Whiskers the Rat - ულვაშა
White Kitten - თეთრი კნუტი
Winter Reindeer - ზამთრის ირემი
Winter's Little Helper - ზამთრის პატარა დამხმარე
Wood Frog - ტყის ბაყაყი
Worg Pup - ვორგის ლეკვი
Zergling - ზერგუნა