Tuesday, October 21, 2014

Warcraft-ის ისტორია - ტიტანები (ნაწილი 1)



ტიტანები (titan) არიან განუზომელი ძალის მფლობელი მეტალის კანიანი ღმერთის მსგავსი სრულყოფილი გოლიათი არსებები, რომლთა მიზანი ქაოსიდან წესრიგის შექმნაა. უცნობია მათი ზუსტი წარმოშობა, თუმცა ისინი სამყაროს შექმნიდან მოყოლებული მოგზაურობენ კოსმოსში და პლანეტების შექმნითა და მოწესრიგებით არიან დაკავებულნი. სამყაროს დაბადების პირველ ხანებშივე ტიტანები 100 მილიონ პლანეტას ესტუმრნენ. მათ შორის იყო აზეროტიც (azeroth).  

არსებობენ ორი ტიპის ტიტანები: აესირებს (aesir), ანუ მეხის გოლიათებს, პლატინის კანი აქვთ და უფრო ძლიერები, ჭკვიანები და მოქნილები არიან, ხოლო ვანირებს (vanir), ანუ მიწის გოლიათებს, ბრინჯაოს კანი აქვთ და უფრო გამძლე, თუმცა ნაკლებად ძლიერები არიან.  


No comments:

Post a Comment