პანთეონი
ტიტანთა მმართველ ორგანოში - პანთეონში (Pantheon)
- ამჟამად 6 წევრი შედის:
1. უზენაესი მამა
ამან’თული (Highfather Aman'thul) - კაცი აესირი ტიტანი, პანთეონის
წინამძღვარი და ტიტანებს შორის ყველაზე ასაკოვანი და ბრძენი. ათასწლეულების მანძილზე
ამან’თულმა და პანთეონის სხვა წევრებმა უთვალავი სამყარო შექმნეს;
3. სიზმრისმქსოვი
(ციური მაგიისა და ცოდნის მცველი) ნორგანონი
(Dreamweaver Norannon) - კაცი აესირი ტიტანი, არკანული მაგიის, ცოდნისა და საიდუმლოებათა ისტორიკოსი. ნორგანონს
ამან’თულისგან დავალებული აქვს მაგიისა და ჯადოს ყველა ტიპის კატეგორიზაცია და შესწავლა;
4. შემოქმედი ხაზ’გოროთი (Shaper Khaz'goroth) - კაცი ვანირი ტიტანი, ცეცხლოვანი
და ჩაფიქრებული, მთებისა და კანიონების შემქმნელი. ეონარის დახმარებით მან შექმნა აზეროტის
ზოგიერთი რასა, მაგალითად: ჯუჯები (dwarf) და ტროგები (trogg). ხაზ’გოროთმა ასევე შექმნა ის მთები,
რომლებშიც რკინმჭედლოს (Ironforge) ჯუჯები ცხოვრობენ,
რის გამოც მათ სამეფოს ხაზ მოდანი - ხაზის მთები ჰქვია;
5. მქუხარე გოლგანეთი (Thunderer Golganneth) - კაცი აესირი ტიტანი, ამან’თულის
შვილი, ცისა და ზღვის შემოქმედი. გოლგანეთი უშუალოდ არის პასუხისმგებელი აზეროტის ზღვის გოლიათების (sea giant) შექმნაზე. იგი გამორჩეულად
მფარველობს ყველა მფრინავ და მცურავ არსებას. მიუხედავად იმისა, რომ გოლგანეთი, სხვა
ტიტანების მსგავსად, წესრიგს ემსახურება, საიდუმლოდ იგი მაინც ტკბება ბუნების მძვინვარებით;
7. შურისმაძიებელი
აგრამარი (Avenger Aggramar) - კაცი ვანირი ტიტანი, ერთ დროს
სარგერასის ლეიტენანტი. სარგერასის დაცემის შემდეგ აგრამარმა პანთეონში მისი ადგილი
დაიკავა. ამჟამად აგრამარს ევალება ცეცხლოვანი ლეგიონის წინააღმდეგ ბრძოლა. იგი საოცრად
უემოციოა და უსიტყვოდ ასრულებს ყველა დავალებას. ერთადერთი გრძნობა, რომელიც მას აქვს,
არის უსაზღვრო სიძულვილი სარგერასის მიმართ, რამაც შესაძლოა, საბოლოოდ, იგი დაღუპოს კიდევაც. 

No comments:
Post a Comment