Thursday, October 23, 2014

Warcraft-ის ისტორია - ტიტანთა იარაღები (ნაწილი 3)



ყველა ტიტანს აქვს თავისი იარაღი, რომელიც განსაკუთრებული ძალისა და შესაძლებლობების მქონეა:

ამან’თულს ხელთ უპყრია არგანი სახელწოდებით ოროდური (Orodur) - ამ ელვით გარშემორტყმულ ოქროს გიგანტურ არგანზე ამოტვიფრულია უხსოვარი კაშკაშა რუნები და მას გარს მუდმივად უვლის უცნაური ქარი. 

ეონარს ხელთ უპყრია არგანი სახელწოდებით სეშენალი (Seschenal) - ვიზუალურად იგი მწყემსის დიდ სახრეს წააგავს, იგი წმინდა ალებასტრისაა და მთელ სიგრძეზე გასდევს თხელი მეწამული ძარღვები, რომლებიც მაგიური სისხლის ძარღვებივით ფეთქავს. არგანის შეხება სასოწარკვეთილს - იმედს, დაქანცულს - ძალღონეს, ხოლო მკვდარს სიცოცხლეს უბრუნებს. 

ნორგანონი - მისი იარაღი უცნობია (თუმცა, როგორც სურათზე ჩანს, მას ხელთ უპყრია რუნებით მოხატული დისკო, რომელზეც, სავარაუდოდ, მაგიის შესახებ სამყაროში არსებული სრულყოფილი ცოდნაა მოთავსებული). 


 

ხაზ’გოროთს ხელთ უპყრია ჩაქუჩი სახელწოდებით ვულრაიისი (Vulraiis) - მჭედლის ეს მასიური ჩაქუჩი ხაზ’გოროთმა ზე წმინდა თორიუმისგან გამოჭედა, ხოლო შემდეგ იგი ამან’თულმა და ნორგანონმა ერთობლივი ძალისხმევით მოაჯადოვეს. შეხედულებით ჩაქუჩი მჭედლის იარაღის უფრო წააგავს. მართლაც, ტიტანი მას ძირითადად სწორედ საჭედად იყენებს, თუმცა ბრძოლის დროს ვულრაიისს უზარმაზარი სეისმური ამოფრქვევებისა და ძლიერი მიწისძვრების გამოწვევა შეუძლია.     
 
გოლგანეთს ხელთ უპყრია მასიური საყვირი სახელად შარგანი (Shargahn) - საყვირი დამზადებულია ვერცხლის მსგავსი, უცხო მასალისგან. მისგან არეკლილი სინათლე სხვადასხვა ფრად იფანტება, ხოლო ჩაბერვაზე მას მძვინვარე ქარიშხლების გაჩენა და ოკეანის სიღრმეში მცხოვრები არსებების მოხმობა შეუძლია.  



აგრამარს და სარგერასს ამჟამად ხელთ უპყრიათ ერთ დროს მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილი იარაღის გორშალაკის (Gorshalach) (ბნელი მკვეთი) ნატეხები. გორშალაკი თავდაპირველად სარგერასის ხმალი იყო, თუმცა მისი დაცემის შემდეგ ნახევრად გონიერმა ხმალმა ბოროტების სამსახურში ყოფნას ორად გაპობა არჩია. ხმლის ორი ნატეხი ცალ-ცალკე იარაღებად იქნა გადაჭედილი: აგრამარის ნახევარს სახელად ტეშალაკი (Taeshalach) (ცეცხლის მკვეთი) ეწოდება, ხოლო სარგერასისას - გორიბალი (Gorribal) (ბნელი დუღილი). ლეგენდის მიხედვით, მხოლოდ არა-ბოროტი არსების მიერ ამ ორი ნახევრის გაერთიანება გამოიწვევს გორშალაკის აღდგენას. 

 




No comments:

Post a Comment