Saturday, November 1, 2014

Warcraft-ის ისტორია - პლანეტები (ნაწილი 6)




დიდ წყვდიადში (Great Dark) მიმოფანტულია უთვალავი რაოდენობის პლანეტა / მსოფლიო. ჯერჯერობით ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ 8 პლნანეტის შესახებ: 

აზეროტი (Azeroth) - ადამიანების (human), ტროლების (troll), ელფების (elf), ტაურენების (tauren), გობლინების (goblin), პანდარენების (pandaren) და სხვა მრავალი რასის მშობლიური პლანეტა. ვორკრაფტის სამყაროში ძირითადი მოქმედება სწორედ ამ პლანეტაზე ხდება;

დრაენორი (Draenor) / გარემიწა (Outland)- ორკების (orc), დევების (ogre), არაკოებისა (arakkoa) და სხვა რასების მშობლიური პლანეტა. თავდაპირველად, დრაენორად წოდებული პლანეტა მეორე ომის (Second War) შემდეგ განადგურდა, რის შედეგადაც მას გარემიწა დაერქვა და ამჟამად გამრუდებულ ფსკერშია (Twisting Nether) გატყორცნილი;  

არგუსი (Argus) - ერედარებად (eredar) წოდებული მაგიის მპყრობელი უძველესი რასის მშობლიური პლანეტა. არგუსის დაცემის შემდეგ გადარჩენილმა ერედარებმა საკუთარ თავს დრენაები (draenei) უწოდეს. არგუსი ამჟამად ცეცხლოვანი ლეგიონის მთავარი ბაზაა; 

კ’არეში (K'aresh) - ეთეროვანთა (ethereal) მშობლიური პლანეტა, რომელიც უკუნის მბრძანებელმა განზომილებიუსმა (Void Lord Dimensius) უკუნის ჯარების გამოყენებით დაიპყრო და ეთეროვნები აიძულა გამრუდებულ ფსკერში მოხეტიალე დევნილი რასა გამხდარიყვნენ;

ზოროთი (Xoroth) - ნათრეზიმების (nathrezim) / შიშის მბრძანებლების (dreadlord) მშობლიური პლანეტა. პლანეტაზე ასევე ცხოვრობენ ძრწოლის რაშები (dreadsteed), რომლებსაც მჩხიბავები (warlock) მაუნტებად იყენებენ;

ზერათი (Xerrath), ფანლინ’დესკორი (Fanlin'Deskor) და ზანდროსი (Xandros) - სამივე პლანეტა ცეცხლოვანმა ლეგიონმა გაანადგურა სხვადასხვა დროს. მათ შესახებ მეტი არაფერია ცნობილი. 


No comments:

Post a Comment