Saturday, October 25, 2014

Warcraft-ის ისტორია - სამყაროს წარმოშობა და მისი თავისებურებები (ნაწილი 4)



არავინ იცის რამდენი ხნის წინ გაჩნდა სამყარო. მისი წარმოშობის შესახებ რამდენიმე გავრცელებული თეორია არსებობს. ერთის მიხედვით, თავიდან იყო მხოლოდ ნათელი და უკუნი, რომლებიც უხსოვარ დროს ერთმანეთს დიდ წყვდიადში შეეჯახნენ. ამის შედეგად, ახლად გაჩენილ კოსმოსში უთვალავი სამყარო გაიფანტა. მეორე თეორია საუბრობს კატასტროფულ კოსმიურ აფეთქებაზე, რომელმაც დიდ წყვდიადში წარმოქმნა უთვალავი სამყარო. არიან კიდევ ისეთებიც, ვისაც მიაჩნია, რომ სამყარო ერთმა ყოვლისშემძლე არსებამ შექმნა

ვორკრაფტის სამყარო ბევრი რამით ჰგავს რეალურ სამყაროს, მაგალითად: სამყაროში მატერია ორგანიზებულია პლანეტებად და ვარსკვლავებად. არის სინათლე, გრავიტაცია, ენერგია, სიცოცხლის ნაცნობი სახეობები და ასე შემდეგ. არის კოსმოსიც - უსაზღვრო და უსასრულო, ბნელი, ცარიელი სივრცე, რომელსაც თამაშში დიდი წყვდიადი (Great Dark) ეწოდება. თუმცა მსგავსებები დიდ წილად აქ მთავრდება, რადგან ამ სამყაროში ჩვეულებრივი ფიზიკური ძალების გარდა არსებობს ასევე მაგია, რომელიც, თავის მხრივ, მრავალ ფორმას და სახეს იღებს, იქნება ეს არკანული  მაგია (arcane), ბუნებრივი მაგია (nature)(დრუიდიზმი - druidism და შამანიზმი - shamanism), დემონური მაგია (fel), სინათლისა (light) და ჩრდილის მაგია (shadow) და ასე შემდეგ. არსებობს სიცოცხლის უფრო მრავალფეროვანი ფორმები. სიცოცხლე არ შემოიფარგლება მხოლოდ ხორცეული (flesh) არსებებით, არსებობს მაგიური სიცოცხლე, სტიქიური (elemental) სიცოცხლე, დემონური (demonic) სიცოცხლე, სულიერი (spirit)(საიქიოს) სიცოცხლე, მკვდრეთით ამდგარი (undead) სიცოცხლე, ცოცხალი ნათელი, ჩრდილი და ასე შემდეგ. 


No comments:

Post a Comment