Sunday, October 26, 2014

Warcraft-ის ისტორია - განზომილებები (ნაწილი 5)



Warcraft-ის სამყაროში არსებობს რამდენიმე განზომილება (არასრული ჩამონათვალი):
 
მატერიალური განზომილება (material plane) - Warcraft-ში ძირითადი მოქმედება სწორედ ამ ფიზიკურ განზომილებაში ხდება, რადგან აქ არის განთავსებული ყველა პლანეტა, ვარსკვლავი და მთვარე. თუმცა, თითოეულ სამყაროს/პლანეტას (აზეროტი, დრაენორი დ.ა.შ.) მაინც აღენიშნება მცირედი მაგიური განსხვავებები და პლანარული თავისებურებები. მეტიც, თითოეული ეს მსოფლიო ერთ საერთო განზომილებაში მოქცეულ ცალკე-ცალკე ჯიბის განზომილებებად (ახსნა იხილეთ ქვევით) შეიძლება ჩაითვალოს. ამის დასტურია ის, რომ ტელეპორტირების ჯადოს გამოყენებით ერთი პლანეტიდან მეორეზე მოხვედრა მხოლოდ მესამე განზომილების (გამრუდებული ფსკერის - იხილეთ ქვევით) გავლით არის შესაძლებელი.   
 
სტიქიური განზომილება (elemental plane) - ტიტანების (titan) მიერ შექმნილი სპეციალური საპყრობილე განზომილება, რომელშიც მათ აზეროტიდან განდევნილი ელემენტალები (elementals) დაატყვევეს. სტიქიური განზომილების ფიზიკური საზღვრები აზეროტის მიღმა არ ვრცელდება და იგი სამი სართულისგან შემდგარი ოთხი განყოფილებისგან შედგება: ყველაზე ზევით არის ცისკედელი (skywall)(ჰაერი); შუაში მდებარეობს ორი მათგანი - ღრმასკნელი (deepholme)(მიწა) და აბისალის ხახა (abyssal maw)(წყალი); ხოლო ყველზე დაბალ სართულზეა ცეცხლმიწეთი (firelands)(ცეცხლი).

ზურმუხტის სიზმარი (emerald dream)(ქმნადობის სიზმარი) - ფართო, მუდამ ცვალებადი და ბუნების სიმწვანით სავსე სულთა და სიზმრის სამყარო, რომელიც ასახავს აზეროტის პირვანდელ სახეს, ვიდრე გონიერი არსებები მის შეცვლას დაიწყებდნენ. ზურმუხტის სიზმრის ფიზიკური საზღვრები აზეროტის მიღმა არ ვრცელდება.  

გამრუდებული ფსკერი (twisting nether) - სამყაროთა შორის არსებული ასტრალური განზომილება, რომელიც დემონების ბუნებრივი სამყოფელია და ყველა სხვა განზომილებას ერთმანეთთან აკავშირებს.

ბინდის სამყარო (twilight realm) - განზომილება, რომელშიც ბინდის დრაკონები (twilight dragon) არსებობენ. 

ჩრდილთა სამყარო (realm of shadows) - მატერიალური სამყაროს ჩრდილოვანი ვერსია, რომელთანაც წვდომა მხოლოდ ძლევამოსილ სიკვდილის რაინდებს (death knight) აქვთ. ამ განზომილებას სიკვდილის რაინდები იყენებენ სიკვდილის საბრძოლო ცხენების (deathcharger) გასაწვრთნელად.

დიდი წყვდიადი (great dark)- პლანეტებს შორის არსებული უსასრულო, ცარიელი, ბნელი სივრცე (კოსმოსის ეკვივალენტი). (ტექნიკურად, დიდი წყვდიადი ცალკე განზომილება არ არის).

ჯიბის განზომილებები (pocket dimensions) - მაგიის საშუალებით შექმნილი ან დამალული მცირე განზომილებები. მაგალითად: წითელმა დრაკონმა კრასუსმა (კორიალსტრასმა) (krasus / korialstrasz) თავის მიერ შექმნილ ასეთ განზომილებაში გადაშენების პირას მყოფი ლურჯი დრაკონების კვერცხები დამალა, რითაც დრაკონების ეს სახეობა გადაშენებას გადაარჩინა; ასევე, ღამის ელფმა და მსოფლიოს უდიდესმა დრუიდმა მალფურიონ მეხჯავრმა (archdruid malfurion stormrage) გამოიყენა ჯიბის განზომილება, რათა ვორგენები (worgen) დაეტყვევებინა ზურმუხტის სიზმარში, საიდანაც შემდეგ მთავარმაგმა არუგალმა (archmage arugal) ისინი გამოუშვა/მოიხმო.  


No comments:

Post a Comment