Friday, October 31, 2014

Brawler's Guild - მოკრივეთა გილდია (ნაწილი 3)

Rank 7 - თანრიგი 7
Dark Summoner - ბნელი მომხმობი   
Battletron - ბრძოლტრონი   
Meatball - გუფთა  
GG Engineering - GG ინჟინერია:   
Bo Bobble - ბაბთა ბო   
Max Megablast - მაქს მეგაფეთქა   

Challenge Cards - გამოწვევის ბარათები
Ro-Shambo - რო-შამბო   
Bear and the Lady Fair - დათვი და ლამაზმანი:   
Argh - არრ   
Raaaargh - რრრრაარ   
   
Rank 8 - თანრიგი 8
Hexos - ჰექსოსი   
Tyson Sanders - ტაისონ სანდერსი   
T440 Dual-Mode Robot - ორმაგი მოქმედების რობოტი T440    
Anthracite - ანთრაციტი   
   
Rank 9 - თანრიგი 9
Big Badda Boom - გიგანტური ბომბი   
Nibbleh - კორტნია   
Doctor FIST - ექიმი მუშტი   
Ahoo'ru - აჰუ' რუ   
   
Challenge Cards - გამოწვევის ბარათები
Blind Hero - ბრმა გმირი   
Mingus Diggs - მინგუს თხრისი   


Thursday, October 30, 2014

Brawler's Guild - მოკრივეთა გილდია (ნაწილი 2)

Rank 5 - თანრიგი 5
Millie Watt - მილი ვატი   
Fjoll - ფიოლი   
Proboskus - პრობოსკუსი   
Leper Gnome Quintet - კეთროვან გნომთა კვინტეტი:   
Fleasy - რწყილა   
Greazy - ცხიმა   
Queasy - ღებინა   
Sleazy - მშიშარა   
Wheezy - ხიხინა   
   
Challenge Cards - გამოწვევის ბარათები
Dippy & Doopy - ყურყუმელა და ნისკარტა   
Razorgrin - მჭრელღიმილა   
Splat - ტყლაპი   
   
Rank 6 - თანრიგი 6
Yikkan Izu - იკკან იზუ   
Akama - აკამა   
Smash Hoofstomp - ჩლიქბაკუნა ჯახი   
Unguloxx - უნგულოქსი   
   
Challenge Cards - გამოწვევის ბარათები
Blingtron 3000 - ბლინგტრონ - 3000   
Mecha-Bruce - მექა-ბრუსი   
   
Rare - იშვიათი ბოსები
Epicus Maximus - ეპიკუს მაქსიმუსი   
Disruptron Mk. 3R-Alpha - მრღვევტრონი Mk. 3R-ალფა   
Millhouse Manastorm - მილჰაუს მანაშტორმი   
Zen'shar - ზენ'შარი   


Wednesday, October 29, 2014

Brawler's Guild - მოკრივეთა გილდია (ნაწილი 1)

Rank 1 - თანრიგი 1   
Bruce - ბრუსი   
Vian the Volatile - ფეთქებადი ვიანი   
Goredome - სისხლეშვა   
Dungeon Master Vishas - ჯურღმულის მბრძანებელი ვიშასი   
   
Rank 2 - თანრიგი 2    Dippy - ყურყუმელა   
Kirrawk - კირავკი   
Fran & Riddoh - ფრანი და რიდოჰი   
King Kulaka - მეფე კულაკა   
   
Rank 3 - თანრიგი 3   
Blat - ბლატი   
Sanoriak - სანორიაკი   
Ixx - იქსი   
Mazhareen - მაჟარეენი   
   
Rank 4 - თანრიგი 4   
Crush - მსრესავი   
Leona Earthwind - ლეონა ქარმიწა   
Dominika the Illusionist - ილუზიონისტი დომინიკა   
Deeken - დიკენი    
   
Challenge Cards - გამოწვევის ბარათები   
Grandpa Grumplefloot - ბუზღუნსალამურა ბაბუა   
Master Boom Boom - ოსტატი ბუმ ბუმი   
Ty'thar - ტი'თარი   




Tuesday, October 28, 2014

Kirin Tor's Council of Six - კირინ ტორის ექვთა საბჭო

მოქმედი წევრები:   
Jaina Proudmoore - ჯაინა პრაუდმური
Karlain - კარლაინი
Khadgar - ხადგარი
Modera - მოდერა
Ansirem Runeweaver - ანსირემ რუნმქსოვი
 
ყოფილი წევრები: 
Rhonin - რონინი
Antonidas - ანტონიდასი
Kael'thas Sunstrider - კაელ'თას მზემლახველი
Kel'Thuzad - კელ'თუზადი
Krasus (Korialstrasz) - კრასუსი (კორიალსტრასი)
Drenden - დრენდენი
Aethas Sunreaver - აეთას მზეტაცია


Archmage - მთავარმაგი

Monday, October 27, 2014

World of Warcraft-ის ძირითადი პატჩების დასახელებები

Patch 1.1: World of Warcraft - ვორკრაფტის სამყარო
Patch 1.2: Mysteries of Maraudon - მარაუდონის საიდუმლო
Patch 1.3: Ruins of the Dire Maul - ავუროს ნანგრევები
Patch 1.4: The Call to War - გაწვევა ომში
Patch 1.5: Battlegrounds - ბრძოლის ველები
Patch 1.6: Assault on Blackwing Lair - თავდასხმა შავფრთოსანთა ბუნაგზე
Patch 1.7: Rise of the Blood God - სისხლის ღმერთის აღზევება
Patch 1.8: Dragons of Nightmare - კოშმარის დრაკონები
Patch 1.9: The Gates of Ahn'Qiraj - აჰნ'ქირაჯის კარიბჭე

Patch 1.10: Storms of Azeroth - აზეროტის ქარიშხლები
Patch 1.11: Shadow of the Necropolis - ნეკროპოლისის ჩრდილი

Patch 1.12: Drums of War - ომის გუგუნი

Patch 2.0: Before the Storm - ქარიშხლამდე
Patch 2.1: The Black Temple - შავი ტაძარი
Patch 2.3: The Gods of Zul’Aman - ზულ'ამანის ღმერთები
Patch 2.4: Fury of the Sunwell - მზეჭის მძვინვარება

Patch 3.0: Echoes of Doom - განკითხვის ექო
Patch 3.1: Secrets of Ulduar - ულდუარის საიდუმლო
Patch 3.2: Call of the Crusade - ჯვაროსნული ლაშქრობა
Patch 3.3: Fall of the Lich King - მეფე ლიჩის დაცემა

Patch 4.1: Rise of the Zandalari - ზანდალარელთა აღზევება
Patch 4.2: Rage of the Firelands - ცეცხლმიწეთის რისხვა
Patch 4.3: Hour of Twilight - ბინდის საათი


Patch 5.1: Landfall - გადმოსხდომა
Patch 5.2: The Thunder King - ქუხილის მეფე
Patch 5.3: Escalation - ესკალაცია
Patch 5.4: Siege of Orgrimmar - ორგრიმარის ალყა


Sunday, October 26, 2014

Warcraft-ის ისტორია - განზომილებები (ნაწილი 5)



Warcraft-ის სამყაროში არსებობს რამდენიმე განზომილება (არასრული ჩამონათვალი):
 
მატერიალური განზომილება (material plane) - Warcraft-ში ძირითადი მოქმედება სწორედ ამ ფიზიკურ განზომილებაში ხდება, რადგან აქ არის განთავსებული ყველა პლანეტა, ვარსკვლავი და მთვარე. თუმცა, თითოეულ სამყაროს/პლანეტას (აზეროტი, დრაენორი დ.ა.შ.) მაინც აღენიშნება მცირედი მაგიური განსხვავებები და პლანარული თავისებურებები. მეტიც, თითოეული ეს მსოფლიო ერთ საერთო განზომილებაში მოქცეულ ცალკე-ცალკე ჯიბის განზომილებებად (ახსნა იხილეთ ქვევით) შეიძლება ჩაითვალოს. ამის დასტურია ის, რომ ტელეპორტირების ჯადოს გამოყენებით ერთი პლანეტიდან მეორეზე მოხვედრა მხოლოდ მესამე განზომილების (გამრუდებული ფსკერის - იხილეთ ქვევით) გავლით არის შესაძლებელი.   
 
სტიქიური განზომილება (elemental plane) - ტიტანების (titan) მიერ შექმნილი სპეციალური საპყრობილე განზომილება, რომელშიც მათ აზეროტიდან განდევნილი ელემენტალები (elementals) დაატყვევეს. სტიქიური განზომილების ფიზიკური საზღვრები აზეროტის მიღმა არ ვრცელდება და იგი სამი სართულისგან შემდგარი ოთხი განყოფილებისგან შედგება: ყველაზე ზევით არის ცისკედელი (skywall)(ჰაერი); შუაში მდებარეობს ორი მათგანი - ღრმასკნელი (deepholme)(მიწა) და აბისალის ხახა (abyssal maw)(წყალი); ხოლო ყველზე დაბალ სართულზეა ცეცხლმიწეთი (firelands)(ცეცხლი).

ზურმუხტის სიზმარი (emerald dream)(ქმნადობის სიზმარი) - ფართო, მუდამ ცვალებადი და ბუნების სიმწვანით სავსე სულთა და სიზმრის სამყარო, რომელიც ასახავს აზეროტის პირვანდელ სახეს, ვიდრე გონიერი არსებები მის შეცვლას დაიწყებდნენ. ზურმუხტის სიზმრის ფიზიკური საზღვრები აზეროტის მიღმა არ ვრცელდება.  

გამრუდებული ფსკერი (twisting nether) - სამყაროთა შორის არსებული ასტრალური განზომილება, რომელიც დემონების ბუნებრივი სამყოფელია და ყველა სხვა განზომილებას ერთმანეთთან აკავშირებს.

ბინდის სამყარო (twilight realm) - განზომილება, რომელშიც ბინდის დრაკონები (twilight dragon) არსებობენ. 

ჩრდილთა სამყარო (realm of shadows) - მატერიალური სამყაროს ჩრდილოვანი ვერსია, რომელთანაც წვდომა მხოლოდ ძლევამოსილ სიკვდილის რაინდებს (death knight) აქვთ. ამ განზომილებას სიკვდილის რაინდები იყენებენ სიკვდილის საბრძოლო ცხენების (deathcharger) გასაწვრთნელად.

დიდი წყვდიადი (great dark)- პლანეტებს შორის არსებული უსასრულო, ცარიელი, ბნელი სივრცე (კოსმოსის ეკვივალენტი). (ტექნიკურად, დიდი წყვდიადი ცალკე განზომილება არ არის).

ჯიბის განზომილებები (pocket dimensions) - მაგიის საშუალებით შექმნილი ან დამალული მცირე განზომილებები. მაგალითად: წითელმა დრაკონმა კრასუსმა (კორიალსტრასმა) (krasus / korialstrasz) თავის მიერ შექმნილ ასეთ განზომილებაში გადაშენების პირას მყოფი ლურჯი დრაკონების კვერცხები დამალა, რითაც დრაკონების ეს სახეობა გადაშენებას გადაარჩინა; ასევე, ღამის ელფმა და მსოფლიოს უდიდესმა დრუიდმა მალფურიონ მეხჯავრმა (archdruid malfurion stormrage) გამოიყენა ჯიბის განზომილება, რათა ვორგენები (worgen) დაეტყვევებინა ზურმუხტის სიზმარში, საიდანაც შემდეგ მთავარმაგმა არუგალმა (archmage arugal) ისინი გამოუშვა/მოიხმო.  


Saturday, October 25, 2014

Warcraft-ის ისტორია - სამყაროს წარმოშობა და მისი თავისებურებები (ნაწილი 4)



არავინ იცის რამდენი ხნის წინ გაჩნდა სამყარო. მისი წარმოშობის შესახებ რამდენიმე გავრცელებული თეორია არსებობს. ერთის მიხედვით, თავიდან იყო მხოლოდ ნათელი და უკუნი, რომლებიც უხსოვარ დროს ერთმანეთს დიდ წყვდიადში შეეჯახნენ. ამის შედეგად, ახლად გაჩენილ კოსმოსში უთვალავი სამყარო გაიფანტა. მეორე თეორია საუბრობს კატასტროფულ კოსმიურ აფეთქებაზე, რომელმაც დიდ წყვდიადში წარმოქმნა უთვალავი სამყარო. არიან კიდევ ისეთებიც, ვისაც მიაჩნია, რომ სამყარო ერთმა ყოვლისშემძლე არსებამ შექმნა

ვორკრაფტის სამყარო ბევრი რამით ჰგავს რეალურ სამყაროს, მაგალითად: სამყაროში მატერია ორგანიზებულია პლანეტებად და ვარსკვლავებად. არის სინათლე, გრავიტაცია, ენერგია, სიცოცხლის ნაცნობი სახეობები და ასე შემდეგ. არის კოსმოსიც - უსაზღვრო და უსასრულო, ბნელი, ცარიელი სივრცე, რომელსაც თამაშში დიდი წყვდიადი (Great Dark) ეწოდება. თუმცა მსგავსებები დიდ წილად აქ მთავრდება, რადგან ამ სამყაროში ჩვეულებრივი ფიზიკური ძალების გარდა არსებობს ასევე მაგია, რომელიც, თავის მხრივ, მრავალ ფორმას და სახეს იღებს, იქნება ეს არკანული  მაგია (arcane), ბუნებრივი მაგია (nature)(დრუიდიზმი - druidism და შამანიზმი - shamanism), დემონური მაგია (fel), სინათლისა (light) და ჩრდილის მაგია (shadow) და ასე შემდეგ. არსებობს სიცოცხლის უფრო მრავალფეროვანი ფორმები. სიცოცხლე არ შემოიფარგლება მხოლოდ ხორცეული (flesh) არსებებით, არსებობს მაგიური სიცოცხლე, სტიქიური (elemental) სიცოცხლე, დემონური (demonic) სიცოცხლე, სულიერი (spirit)(საიქიოს) სიცოცხლე, მკვდრეთით ამდგარი (undead) სიცოცხლე, ცოცხალი ნათელი, ჩრდილი და ასე შემდეგ. 


Friday, October 24, 2014

Titan Weapons - ტიტანების იარაღები


Gorshalach - გორშალაკი
Gorribal - გორიბალი
Taeshalach - ტაეშალაკი
Orodur - ოროდური
Seschenal - სეშენალი
Vulraiis - ვულრაიისი
Shargahn - შარგანი





Thursday, October 23, 2014

Warcraft-ის ისტორია - ტიტანთა იარაღები (ნაწილი 3)



ყველა ტიტანს აქვს თავისი იარაღი, რომელიც განსაკუთრებული ძალისა და შესაძლებლობების მქონეა:

ამან’თულს ხელთ უპყრია არგანი სახელწოდებით ოროდური (Orodur) - ამ ელვით გარშემორტყმულ ოქროს გიგანტურ არგანზე ამოტვიფრულია უხსოვარი კაშკაშა რუნები და მას გარს მუდმივად უვლის უცნაური ქარი. 

ეონარს ხელთ უპყრია არგანი სახელწოდებით სეშენალი (Seschenal) - ვიზუალურად იგი მწყემსის დიდ სახრეს წააგავს, იგი წმინდა ალებასტრისაა და მთელ სიგრძეზე გასდევს თხელი მეწამული ძარღვები, რომლებიც მაგიური სისხლის ძარღვებივით ფეთქავს. არგანის შეხება სასოწარკვეთილს - იმედს, დაქანცულს - ძალღონეს, ხოლო მკვდარს სიცოცხლეს უბრუნებს. 

ნორგანონი - მისი იარაღი უცნობია (თუმცა, როგორც სურათზე ჩანს, მას ხელთ უპყრია რუნებით მოხატული დისკო, რომელზეც, სავარაუდოდ, მაგიის შესახებ სამყაროში არსებული სრულყოფილი ცოდნაა მოთავსებული). 


 

ხაზ’გოროთს ხელთ უპყრია ჩაქუჩი სახელწოდებით ვულრაიისი (Vulraiis) - მჭედლის ეს მასიური ჩაქუჩი ხაზ’გოროთმა ზე წმინდა თორიუმისგან გამოჭედა, ხოლო შემდეგ იგი ამან’თულმა და ნორგანონმა ერთობლივი ძალისხმევით მოაჯადოვეს. შეხედულებით ჩაქუჩი მჭედლის იარაღის უფრო წააგავს. მართლაც, ტიტანი მას ძირითადად სწორედ საჭედად იყენებს, თუმცა ბრძოლის დროს ვულრაიისს უზარმაზარი სეისმური ამოფრქვევებისა და ძლიერი მიწისძვრების გამოწვევა შეუძლია.     
 
გოლგანეთს ხელთ უპყრია მასიური საყვირი სახელად შარგანი (Shargahn) - საყვირი დამზადებულია ვერცხლის მსგავსი, უცხო მასალისგან. მისგან არეკლილი სინათლე სხვადასხვა ფრად იფანტება, ხოლო ჩაბერვაზე მას მძვინვარე ქარიშხლების გაჩენა და ოკეანის სიღრმეში მცხოვრები არსებების მოხმობა შეუძლია.  



აგრამარს და სარგერასს ამჟამად ხელთ უპყრიათ ერთ დროს მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილი იარაღის გორშალაკის (Gorshalach) (ბნელი მკვეთი) ნატეხები. გორშალაკი თავდაპირველად სარგერასის ხმალი იყო, თუმცა მისი დაცემის შემდეგ ნახევრად გონიერმა ხმალმა ბოროტების სამსახურში ყოფნას ორად გაპობა არჩია. ხმლის ორი ნატეხი ცალ-ცალკე იარაღებად იქნა გადაჭედილი: აგრამარის ნახევარს სახელად ტეშალაკი (Taeshalach) (ცეცხლის მკვეთი) ეწოდება, ხოლო სარგერასისას - გორიბალი (Gorribal) (ბნელი დუღილი). ლეგენდის მიხედვით, მხოლოდ არა-ბოროტი არსების მიერ ამ ორი ნახევრის გაერთიანება გამოიწვევს გორშალაკის აღდგენას. 

 




Wednesday, October 22, 2014

Warcraft-ის ისტორია - პანთეონი (ნაწილი 2)



პანთეონი
ტიტანთა მმართველ ორგანოში - პანთეონშ(Pantheon) - ამჟამად 6 წევრი შედის:
 
 1. უზენაესი მამა ამან’თული (Highfather Aman'thul) - კაცი აესირი ტიტანი, პანთეონის წინამძღვარი და ტიტანებს შორის ყველაზე ასაკოვანი და ბრძენი. ათასწლეულების მანძილზე ამან’თულმა და პანთეონის სხვა წევრებმა უთვალავი სამყარო შექმნეს;






2. სიცოცხლის მომნიჭებელი ეონარი (Lifebinder Eonar) - ქალი ვანირი ტიტანი, ამან’თულის მეუღლე და სამყაროში სიცოცხლის, ბუნებისა და განკურნების განსახიერება. ეონარი და სარგერასი ამ უკანასკნელის გაცუდებამდეც ვერ პოულობდნენ საერთო ენას; 







3. სიზმრისმქსოვი (ციური მაგიისა და ცოდნის მცველი) ნორგანონი (Dreamweaver Norannon) - კაცი აესირი ტიტანი, არკანული მაგიის, ცოდნისა და საიდუმლოებათა ისტორიკოსი. ნორგანონს ამან’თულისგან დავალებული აქვს მაგიისა და ჯადოს ყველა ტიპის კატეგორიზაცია და შესწავლა; 




4. შემოქმედი ხაზ’გოროთი (Shaper Khaz'goroth) - კაცი ვანირი ტიტანი, ცეცხლოვანი და ჩაფიქრებული, მთებისა და კანიონების შემქმნელი. ეონარის დახმარებით მან შექმნა აზეროტის ზოგიერთი რასა, მაგალითად: ჯუჯები (dwarf) და ტროგები (trogg). ხაზ’გოროთმა ასევე შექმნა ის მთები, რომლებშიც რკინმჭედლოს (Ironforge) ჯუჯები ცხოვრობენ, რის გამოც მათ სამეფოს ხაზ მოდანი - ხაზის მთები ჰქვია;


5. მქუხარე გოლგანეთი (Thunderer Golganneth) - კაცი აესირი ტიტანი, ამან’თულის შვილი, ცისა და ზღვის შემოქმედი. გოლგანეთი უშუალოდ არის პასუხისმგებელი აზეროტის ზღვის გოლიათების (sea giant) შექმნაზე. იგი გამორჩეულად მფარველობს ყველა მფრინავ და მცურავ არსებას. მიუხედავად იმისა, რომ გოლგანეთი, სხვა ტიტანების მსგავსად, წესრიგს ემსახურება, საიდუმლოდ იგი მაინც ტკბება ბუნების მძვინვარებით; 



6. მცველი / გამანადგურებელი სარგერასი (პანთეონის ყოფილი წევრი) (Defender / Destroyer Sargeras) - ერთ დროს კაცი ვანირი ტიტანი, პანთეონის წევრი და ამან’თულის ძმა. სარგერასი თავდაპირველად პანთეონის უძლიერესი მებრძოლი და ტიტანების ჯარების გენერალი იყო. მისი დახმარებით ტიტანებმა მრავალი დემონური რასა დაამარცხეს და დაატყვევეს. თუმცა, საბოლოოდ, სარგერასი ბნელ მხარეს გადავიდა და თავად გახდა დემონთა მბრძანებელი. მან გაათავისუფლა მის მეირვე დატყვევებული დემონური რასები და მათგან შექმნა ცეცხლოვანი ლეგიონი (Burning Legion), რომლის ერთადერთი მიზანი დღემდე ტიტანების მიერ შექმნილი წესრიგის განადგურებაა;

7. შურისმაძიებელი აგრამარი (Avenger Aggramar) - კაცი ვანირი ტიტანი, ერთ დროს სარგერასის ლეიტენანტი. სარგერასის დაცემის შემდეგ აგრამარმა პანთეონში მისი ადგილი დაიკავა. ამჟამად აგრამარს ევალება ცეცხლოვანი ლეგიონის წინააღმდეგ ბრძოლა. იგი საოცრად უემოციოა და უსიტყვოდ ასრულებს ყველა დავალებას. ერთადერთი გრძნობა, რომელიც მას აქვს, არის უსაზღვრო სიძულვილი სარგერასის მიმართ, რამაც შესაძლოა, საბოლოოდ, იგი დაღუპოს კიდევაც.